ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , ჩიხი II , N 4 , (ნაკვ.N5/21)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3808683
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 თებერვალი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 27 დეკემბერი, 2017 – 27 ივნისი, 2019
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ თურმანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404535446
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.09.005.021
- მესაკუთრე
- ამხანაგობა "კრწანისი 2007"
- ფართობი
- 5 236 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.09.005.021საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1573703
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 30 იანვარი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 30 იანვარს №AR1573703 განცხადებით მომართა ზურაბ თურმანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებით, შეთანხმდა ქალაქ თბილისში, სექტორი - კრწანისი, გორგასლის ქუჩა, ჩიხი II, №4-ში (ნაკვ.N5/21) მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ: № 01.18.09.005.021), სასტუმროსა და სასტუმროს აპარტამენტების არქიტექტურული პროექტი და სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 27 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საერთო ფართობად 15226.13კვ.მ- ის ნაცვლად 13436.64 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 177.87 კვ.მ-ის ნაცვლად 227.87 კვ.მ-ის, კომერციული ფართობად 765.94 კვ.მ-ის ნაცვლად 722.68 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 861.18 კვ.მ-ის ნაცვლად 646.03 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 148.66 კვ.მ-ის ნაცვლად 132.29 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3970.18 კვ.მ-ის ნაცვლად 1908.14 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 881.08 კვ.მ-ის ნაცვლად 2028.35 კვ.მ-ის, აუზის ფართობად 222.51 კვ.მ-ის ნაცვლად 172.58 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 4001.26 კვ.მ-ის ნაცვლად 3735.86 კვ.მ-ის, საცხოვრებელი ტიპის სასტუმროს აპარტამენტის ფართობად 4158.29 კვ.მ-ის ნაცვლად 3862.84 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებაში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 13436.64 კვ.მ, საოფისე ფართობად 227.87 კვ.მ, კომერციული ფართობად 722.68 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 646.03 კვ.მ, სარდაფის ფართობად 132.29 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1908.14 კვ.მ, დამხმარე ფართობად 2028.35 კვ.მ, აუზის ფართობად 172.58 კვ.მ, სასტუმროს ნომრების ფართობად 3735.86 კვ.მ, საცხოვრებელი ტიპის სასტუმროს აპარტამენტის ფართობად 3862.84 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 30 იანვრის №AR1573703 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3758042 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 თებერვალი, 2018გადაწყვეტილება3808683 - თანხმობა
- 2 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი
- 2 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
- 31 იანვარი, 2018ქალაქის პასუხი
- 31 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა
- 30 იანვარი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა