OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , მასივი III , კვარტალი VII , კორპუსი 10

AR1573932სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 იანვარი, 2018- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3802122
გადაწყვეტილების თარიღი
1 თებერვალი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერი გელაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406126133

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.20.024.005
მესაკუთრე
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
ფართობი
1 620 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1573932
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 იანვარი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 თებერვალი, 2018გადაწყვეტილება3802122 - თანხმობა
  2. 1 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 30 იანვარს №AR1573932 განცხადებით მომართეს ვლადიმერ გელაშვილმა, დიმიტრი ეზიაშვილმა, კობა მინაძემ და გოდერძი ჯაბუამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, მასივი III, კვარტალი VII, კორპუსი 10, მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.19.20.024.005), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და 2018 წლის 17 იანვრის №3780750 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით. 2018 წლის 25 იანვრის №3791527 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 8513.2 კვ.მ, კომერციულ ფართობად 505.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1342.2 კვ.მ, სარდაფის ფართობად 141.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1543.3 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 1709 კვ.მ, საერთო ფართობად 13755 კვ.მ. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: საერთო ფართობად 13755.5 კვ.მ-ის ნაცვლად 13751.5 კვ.მ-ის. საცხოვრებელი ფართობად 8513.2 კვ.მ-ის ნაცვლად 8509.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 13751.5 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობად 8509.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 და 2018 წლის 25 იანვრის № 3791527 ბრძანებებთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა