ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N5ბ / ქალაქი თბილისი , ქუჩა ა.პოლიტკოვსკაია , N 5ბ , მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3839997
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 თებერვალი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ფარცხალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404870332
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.05.006.116
- მესაკუთრე
- შპს "ტორნადო" (404870332)
- ფართობი
- 370 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.05.006.116საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1574835
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 თებერვალი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 24 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 02 თებერვალს №AR1574835 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ფუნქციური ზონის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის მიერ 2011 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში, ვაკე - საბურთალოს რაიონში, ჯიქიას ქ. №5-ში (ნაკვ. №6/58) არსებული შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა №1211 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში არ არის დაფიქსირებული საზოგადეობრივ - საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) და მისი პარამეტრები, რომელიც ვრცელდება საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.05.006.116). ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის 05 ივნისის N 6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც 2009 წლიდან - 2014 წლის ჩათვლით, განსაზღვრავდა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს, აგრეთვე განსახლების ტერიტორიულ საკითხებს და მოქმედებდა თბილისის ტერიტორიაზე. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის’’ გრაფიკული ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.05.006.116) ვრცელდებოდა სამრეწველო ზონა - 1 (ს-1) და საზოგადოებრივ - საქმიანი ზონა 1 (სსზ-1). სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებაში არ ასახულა საზოგადოებრივ - საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) პარამეტრები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებაში, კერძოდ: ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების ფუნქციური ზონის’’ ველში დაემატოს შემდეგი ჩანაწერები ,, საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 (სსზ–2)’’ ,, განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით’’ ,,ბ) კოეფიციენტები: ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7; ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 4,6; ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1; გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, რეკომენდებულია არა უმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის.’’ ,,შენიშვნა: დაცულ იქნეს ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი ‘’. 2. ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებას დანართის სახით დაემატოს წინამდებარე ბრძანების თანდართული დანართი. 3. ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აგვისტოს №1211 გადაწყვეტილებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა #7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 თებერვალი, 2018გადაწყვეტილება3839997 - თანხმობა
- 2 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა