OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ეკა ბეჟანიშვილი , N 9 ;

AR1575999სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 თებერვალი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4062917
გადაწყვეტილების თარიღი
12 ივლისი, 2018
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რომანი ბზიავა
დეველოპერი (ს/კ)
400048809

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.005.009
მესაკუთრე
შპს "ატლასი" (400048809)
ფართობი
453 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1575999
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
8 თებერვალი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
154 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 12 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 8 თებერვლის AR1575999 განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის მიერ დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების განხორციელებას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის დასაფიქსირებლად. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.12.12.005.009), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება ზოგადი საცხოვრებელი ზონა, რომლისთვისაც არ არის დადგენილი სამშენებლოდ განვითარების კონკრეტული პარამეტრები. ხოლო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №2962405 ბრძანებით გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები საცურაო აუზი და სავარჯიშო დარბაზის განთავსების მიზნით, საცხოვრებელი ზონა 3-ის პარამეტრებით. მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა ხდება საკადასტრო ერთეულის საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. საპროექტო ტერიტორია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, მისი სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. საკითხი, ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა N9-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: #01.12.12.005.009), ინდივიდუალური პარამეტრების მინიჭების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით, განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 ივლისის ბ01.01181903 ბრძანებით უარი ეთქვა ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: N01.12.12.005.009) ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დანართის სახით გიგზავნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 ივლისის ბ01.01181903 ბრძანებას.

    მეტის ჩვენება
  2. 12 ივლისი, 2018გადაწყვეტილება4062917 - უარი

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა