OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ფალიაშვილი , N 67 ;

AR1577647სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 თებერვალი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3852911
გადაწყვეტილების თარიღი
6 მარტი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ინასარიძე
დეველოპერი (ს/კ)
405150429

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.11.020.022
მესაკუთრე
ქეთევან ფილიშვილი (P/N: *********31)
ფართობი
603 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1577647
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 თებერვალი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 მარტი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებაში ტექნიკიური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 14 თებერვლის №AR1577647 განცხადებით მომართეს გიორგი ინასარიძემ და შოთა ევგენიძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებაში ტექნიკიური შეცდომის გასწორება ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩა, N67, შპს "დემორი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.14.11.020.022) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. 2018 წლის 2 თებერვლის №3805276 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებაში. კერძოდ: კომერციულ ფართობად დაფიქსირდა 375.15 კვ.მ, საოფისე ფართობად 356.15 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 2512.95 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 726.7 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 398,10 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 697.3 კვ.მ, დამხმარე ფართობად 52.45 კვ.მ, საერთო ფართობად 5118,8 კვ.მ. სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებით შეთანხმებული -3, -2 -1, 0, პირველი, მე-3, მე-7 და მე-13 სართულზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 10 იანვრის №AR1568852 განცხადებაზე, 2018 წლის 02 თებერვლის შეტყობინებით წარმოდგენილი -3, -2 -1, 0, პირველი, მე-3, მე-7 და მე-13 სართულზე მდებარე გეგმებით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საზაფხულო ფართობად 726.7 კვ.მ - ის ნაცვლად 812.1 კვ.მ -ის, საერთო ფართობად 5118,8 კვ.მ -ის ნაცვლად 5204.2 კვ.მ - ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 5204.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 812.1 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებით შეთანხმებული -2,88 და +0.00 ნიშნულზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 14 თებერვლის №AR1577647 განცხადებაზე დართული -2,88 და + 0.00 ნიშნულზე მდებარე გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2952351 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 მარტი, 2018გადაწყვეტილება3852911 - თანხმობა
  3. 23 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი
  4. 23 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  5. 14 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  6. 14 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა