OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , I და III მ/რ შორის , (ნაკვეთი N1/41) ;

AR1578758სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 თებერვალი, 2018- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3842096
გადაწყვეტილების თარიღი
27 თებერვალი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ილია ხავთასი
დეველოპერი (ს/კ)
404516582

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.001.205
მესაკუთრე
ნაჩმან იდელს (P/N: 0-1211890-7)
ფართობი
5 700 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1578758
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
20 თებერვალი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 თებერვალი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 20 თებერვალს №AR1578758 განცხადებით მომართა ილია ხავთასმა. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ობიექტის მისამართთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 18 დეკემბრის №3737133 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, დიდი დიღომში, I და III მ/რ შორის (ნაკვეთი N1/41) მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.001.205) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანებით შევიდა ცვლილება 2017 წლის 18 დეკემბრის №3737133 ბრძანებაში, კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 569.9 კვ.მ, საერთო ფართობად 26012.3 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 დეკემბრის №3737133 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, 36.20, 39.40 და 52.20 ნიშნულზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 24 იანვრის №AR1572324 განცხადებით წარმოდგენილი 0.00, 36.20, 39.40 და 52.20 ნიშნულზე მდებარე გეგმებით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანებაში დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა ობიექტის მისამართთან დაკავშირებით. კერძოდ: აღნიშნული ბრძანების სატიტულო ინფორმაციის ველში ობიექტის მისამართად მიეთითა ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I, ცენტრალური გზის მიმდებარედ, უბანი II , ნაკვეთი N1, ნაცვლად, ქალაქი თბილისი, დიდი დიღომი, I და III მ/რ შორის, (ნაკვეთი №1/4). საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში შეცდომით დაფიქსირდა ობიექტის მისამართი. კერძოდ: ობიექტის მისამართად მიეთითა ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I, ცენტრალური გზის მიმდებარედ, უბანი II , ნაკვეთი N1, ნაცვლად, ქალაქი თბილისი, დიდი დიღომი, I და III მ/რ შორის, (ნაკვეთი №1/4). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში ობიექტის მისამართთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანებაში. კერძოდ: ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში ობიექტის მისამართად დაფიქსირდეს ქალაქი თბილისი, დიდი დიღომი, I და III მ/რ შორის, (ნაკვეთი №1/4). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №3799068 და 2017 წლის 18 დეკემბრის №3737133 ბრძანებებთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 თებერვალი, 2018გადაწყვეტილება3842096 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა