OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 26ა;

AR1578978სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 თებერვალი, 2018- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3860522
გადაწყვეტილების თარიღი
13 მარტი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ემზარ ნაყოფია
დეველოპერი (ს/კ)
400161999

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.035.261
მესაკუთრე
ნიკოლოზ ბიჭაშვილი (P/N: *********29)
ფართობი
1 000 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1578978
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
20 თებერვალი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 მარტი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3761806 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 20 თებერვალს №AR1578978 განცხადებით მომართა ემზარ ნაყოფიამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3761806 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს №3602581 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.72.14.035.261), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. 2018 წლის 3 იანვრის №3761806 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.72.14.035.261), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 03.01.2018 -დან 03.01.2020 -ის ჩათვლით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B16012465, მომზადების თარიღი: 02/02/2016 10:23:50) ემზარ ნაყოფია წარმოადგენს შპს ,,გდგ"-ს (ID ნომერი: 400161999 ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3761806 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად, გიორგი ბიჭაშვილის ნაცვლად, შპს ,,გდგ’’-ს (ID ნომერი: 400161999) დაფიქსირებას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის (N 01.72.14.035.261) მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია N 892018082705 - 31/01/2018, მომზადების თარიღი:11/02/2018 13:47:20) თანახმად წარმოადგენს შპს ,,გდგ’’(ID ნომერი: 400161999). შესაბამისად სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3761806 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,გდგ’’(ID ნომერი: 400161999 ). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3761806 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის №3761806 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 მარტი, 2018გადაწყვეტილება3860522 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა