ქალაქი თბილისი , ქუჩა გამრეკელი , N 23 , მიმდებარედ ნაკვეთი 25/162
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3846588
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 მარტი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე ქამუშაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404997786
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.02.025.162
- მესაკუთრე
- ალექსანდრე ქამუშაძე (P/N: *********95)
- ფართობი
- 302 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.02.025.162საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1579541
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 თებერვალი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 მარტი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 22 თებერვალს #AR1579541 განცხადებით მომართა ალექსანდრე ქამუშაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, გამრეკელის ქუჩაზე #23, მიმდებარედ ნაკვეთი 25/162, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი№01.14.02.025.162), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო 2014 წლის 30 ოქტომბრის №1564905 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3601131 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელ ფართობი: 907,0 კვ.მ, საერთო ფართობი: 1278,2 კვ.მ მოვიანებით, სამსახურის 2018 წლის 17 იანვრის №3782343 ბრძანებით, ცვლილება შევიდა სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში. კერძოდ, ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნა დამხმარე ფართობი - 204 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 766.46 კვ.მ, საზაფხულო ფართობად - 72.39 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობად - 1112.55 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, უთითებს, რომ საცხოვრებელი ფართობი: 766.46 კვ.მ კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 809,45 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 72.39 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 100.12 კვ.მ, საერთო ფართობი - 1112.55 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1183.27 კვ.მ. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი გეგმებიც. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მაჩვენებლები და გეგმები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 809,45 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 100.12 კვ.მ, საერთო ფართობი: 1183.27 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები, გარდა +16.500 ნიშნულის გეგმისა, ჩანაცვლდეს 2018 წლის 22 თებერვლის #AR1579541 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ.თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 მარტი, 2018გადაწყვეტილება3846588 - თანხმობა
- 22 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- DownloadServlet.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა