OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , ქუჩა გიორგი ბრწყინვალე , N 25 , მიმდებარედ (ნაკვეთი 14/072)

AR1580195შეთანხმებული პროექტის ცვლილებამრავალბინიანი4 მარტი, 2018- დიღომი
საერთო ფართობი
4 026,2 მ²
განაშენიანების ფართობი
539,2 მ²
საცხოვრებელი ფართობი
2 315,4 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
626 მ²
სიმაღლე
41,5 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
3 მ
სამშენებლო მოცულობა
8 660,7 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3895820
გადაწყვეტილების თარიღი
2 აპრილი, 2018
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი მეგრელიშვილი
ორგანიზაცია
3409
დეველოპერი (ს/კ)
205114758

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ირაკლი ბაღდავაძე
    პირადი ნომერი
    *********13
    ორგანიზაცია
    შპს ,,მეგალითი,,
    საიდენტიფიკაციო კოდი
    205114758
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    გიორგი მეგრელიშვილი
    პირადი ნომერი
    *********42
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს "მალუგი"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    202451630
  • სპეციალისტიკორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    კეპულაძე მაია
  • სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
    სახელი
    გუგა ჭოხონელიძე
  • სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
    სახელი
    ნინო კაციტაძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.014.072
მესაკუთრე
შპს "მეგალითი" (205114758)
ფართობი
626 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1580195
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
4 მარტი, 2018
სახეობა
შეთანხმებული პროექტის ცვლილება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
29 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 აპრილი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია და საკითხის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალა არასრულია და არის გარკვეული სახის ხარვეზები (ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მითითებულია შესაბამისი ველების გასწვრივ) კერძოდ: 1 .შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები. -> .შეთანხმებული პროექტის ბრძანების თარიღი.: აღნიშნული ველი შეივსოს შესაბამისად: 21/03/2015წ. 2 .არსებობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის რეკვიზიტები -> .მშენებლობის ნებართვის ბრძანების ნომერი. : აღნიშნული ველი შეივსოს შესაბამისად: № 1794417 (№ 3083138; 10/02/2017) 3 .არსებობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის რეკვიზიტები -> .მშენებლობის ნებართვის ბრძანების თარიღი. : აღნიშნული ველი შეივსოს შესაბამისად: 21/03/2015 4 .მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები. -> .დადგენილი გაპის ბრძანების ნომერი.: აღნიშნული ველი შეივსოს შესაბამისად: №1327978(№ 3687701 20/11/2017) 5. საჯარო რეესტრის რუკაზე, საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაფიქსირებულია ძველი საკადასტროს ზედდება, შესაბამისად საჭიროა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა(იხ. დანარათი). 6 .საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500.: დამატებით წარმოდგენილ იქნას არსებული სიტუაციის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა, შესრულებული და დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ. საპროექტო გენგეგმაზე დაიტანეთ მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცეული ტერიტორიის კეთილმოწყობა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პროექტით გათვალისწინებულია დაურეგისტრირებელი ტერიტორიის კეთილმოწყობა საჭიროა წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა. 7 .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები: განაშენიანების ფართი: აღნიშნულ ფართში დამატებით შეყვანილ იქნას ავტოსადგომების კონტური, რომლებიც მოწყობილია წყალგაუმტარი ბეტონის დეკორატიულ ფილებით. 8 .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები: კ2 განაშენიანების ინტენსივობის საანგარიშო ფართი: გადამოწმდება მანსარდის სართულის განშლის წარმოდგენის შემდეგ. 9 .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები: კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი: კ3 საანგარიშო ფართში არ შევა "ი-ი" ღერძის გაყოლებაზე კოლონების და კოლონებს შორის ფართი, ასევე არ შევა წყალგაუმტარი მასალით მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირი. გაითვალისწინეთ კ3 საანგარიშო კოეფიციენტი არ უნდა იყოს მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი 0.1-ზე ნაკლები. 10 .შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: -ყველა ავტოსადგომს მიეთითოს გაბარიტული ზომა ნორმების შესაბამისად. ავტოსადგომზე დაიტანეთ ავტომობილების მოძრაობის სქემა, გაითვალისწინეთ შეუფერხებლად უნდა ხდებოდეს ავტომობილის ავტოსადგომზე მისვლა/გამოსვლა. -ყველა გეგმაზე დაიტანეთ ლიფტის შახტის გაბარიტები, ასევე ლიფტის კარი და მიუთით ზომა. -მანსარდის სართულს მიეთითოს ბინების ნუმერაცია. -წარმოდგენილ იქნას მანსარდის სართულის განშლა. -ღია საავტომობილო პანდუსი შესაძლებელია მოეწყოს მაქსიმუმ 14%_ის ქანობით. -"3-4" ღერძეში, შენობაში შესასვლელი კიბე საჭიროა მოეწყოს საკადასტრო საზღვრების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა. +35.45 ნიშნულზე, "1-2" ღერძებში მოწყობილი ტერასით და კარის ღიობებით ირღვევა სამეზობლო მიჯნის ზონა, საჭიროა დაკორექტირდეს პროექტი და მოვიდეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ან წარმოდგენილ იქნას მომიჯნავე მიწის ნაკვეთის(სკ.01.10.06.014.028) თანხმობა. -შშმ პირთათვის საჭიროა მოეწყოს მინიმუმ ერთი ავტოსადგომი შესაბამისი ნორმებისა და მისაწვდომლობის პრინციპის დაცვით. -ყველა ბინაში საჭიროა მოეწყოს მინიმუმ ერთი სან. კვანძი. 11 .შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: შენობის ფასადზე მოწყობილობები/დანადგარები უნდა მოეწყოს ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. წარმოდგენილი სახით შენობის ფასადზე დანადგარების მოწყობა სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. დამატებით წარმოდგენილ იქნას ფასად "ა-ი" ღერძებში. ფასადებზე მიუთითეთ მოსაპირკეთებელი მასალის ფერები RGB ან RAL კოდების მიხედვით; 12 .შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: საჭიროა წარმოდგენილ იქნას ტოპოგრაფიულ ძირზე დამუშვებული გენ-გეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით. 13 .კორექტირებული პროექტის ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : საჭიროა წარმოდგენილ იქნას უკეთესი ხარისხის ფოტომონტაჟი და სავიზიტო სურათები, მოსაპირკეთებელი მასალებისა და ფერების დეტალური განსაზღვრით. 14 .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : დაკორექტირდეს ზემოაღნიშნულის შესაბამისად 15. კორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: კორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი დამუშავდეს დარჩენილი სამუშაოების გავალისწინებით. 16 .არსებობის შემთხვევაში კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის ანგარიშის განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათის pdf ფაილი.: -საჭიროა წარმოდგენილ იქნას მომატებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) შესაბამისი განმარტებითი ბარათი და გადახდის ქვითარი. 17. გეგმებზე, ჭრილებზე,ფასადებზე და სიამღლის განსაზღვრის სქემაზე დაიტანეთ აბსოლუტური ნიშნულები. 18. წარმოდგენილი იერსახით სამშენებლო ობიექტის განვითარება სამსახურისთვის მისაღები არ არის. არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ობიექტის არქიტექტურა საჭიროებს მეტ დახვეწას, მოსაპირკეთებელი მასალებისა და ფერების შერჩევის მხრივ, არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესების მიზნით. 19. საჯარო რეესტრის მონაცემებით ობიექტზე ფიქსირდება მშენებარე ფართების მესაკუთრეების საკუთრების უფლება და მითითება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებზე აქედან გამომდინარე საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ვალდებულების ველში მითითებულ ყველა პირთან არსებული ვალდებულების საფუძვლები ( გარდა: ნინო გელაშვილის, ინეზა დიასამიძის, მზია დოღონაძის ვინაიდან მათთან მითითება არაა ხელშეკრლებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობაზე) და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პირების სათანადო წესით დამოწმებული თანხმობები განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე ასევე შესაძლებელია აღნიშული პირები დარეგისტრირდნენ თანაგანმცხადებლად. გაითვალისწინეთ , თუ კორექტირებული პროექტით იცვლება მომავალი მესაკუთრეების, მყიდველის ფართები, საჭიროა ყველა იმ პირის (ორგანიზაციის) თანხმობის წარმოდგენა ვისი ფართიც იცვლება ( მათ შორის: ნინო გელაშვილის, ინეზა დიასამიძის და მზია დოღონაძის) ფიზიკური პირის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია აღნიშნული პირები დარეგისტრირდნენ თანაგანმცხადებლად. აქვე გაცნობებთ არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე ვერ ადგენს ყველა შესაძლო ხარვეზს. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 2 აპრილი, 2018გადაწყვეტილება3895820
  3. 4 მარტი, 2018ფაილები აიტვირთა
  4. 4 მარტი, 2018ფაილები აიტვირთა
  5. 4 მარტი, 2018ფაილები აიტვირთა
  6. 27 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  7. 27 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  8. 27 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  9. 27 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  10. 26 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  11. 26 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა
  12. 24 თებერვალი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

  • gen gegma.dwg
  • irakli digomi koreqtireba 26.02.18.dwg
  • irakli digomi koreqtireba 26.02.18.dwg

დასკვნები და აზომვები1

სხვა ფაილები18

ყველას ჩვენება (18)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა