OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , მეტრო სადგური "რუსთაველი" , (ნაკვ.11/5)

AR1586696სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 მარტი, 2018- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3908241
გადაწყვეტილების თარიღი
12 აპრილი, 2018
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევანი შელია
დეველოპერი (ს/კ)
202054365

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.02.011.005
მესაკუთრე
შპს "მეცხრე ტალღა" (202054365) (202054365)
ფართობი
683 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1586696
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
20 მარტი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 12 აპრილი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 20 მარტის №AR1586696 განცხადებით მომართა ლევანი შელიამ თანაგანმცხადებელ გიორგი ნაცვლიშვილთან ერთად და ამავე სამსახურის 2013 წლის 21 აგვისტოს №857451 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ამავე სამსახურის 2013 წლის 21 აგვისტოს №857451 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნიკოლოზ გაბელაიას 2013 წლის 05 აგვისტოს №AR1151971 განცხადება და დადასტურდა ქ. თბილისში, №01.15.02.011.005 საკადასტრო ერთეულზე, მეტრო სადგურ "რუსთაველის“ სახურავზე სარეკლამო კონსტრუქციის განთავსების შესაძლებლობა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის, იყოფა 5 კლასად, ამათგან I კლასის მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე სამსახური გასცემს წერილობით დასტურს, ხოლო II-V კლასის მშენებლობებზე გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ ეტაპად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს (მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის), პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. სამსახურის 2013 წლის 21 აგვისტოს №857451 გადაწყვეტილება წარმოადგენს I კლასის მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე წერილობით დასტურს. სამსახურის 2013 წლის 21 აგვისტოს №857451 გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციაში დაფიქსირებული დამკვეთი-განმცხადებელი და ორგანიზაცია წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის ჩანაწერს 2013 წლის 05 აგვისტოს №AR1151971 განცხადებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2013 წლის 21 აგვისტოს №857451 გადაწყვეტილებაში.

    მეტის ჩვენება
  2. 12 აპრილი, 2018გადაწყვეტილება3908241 - უარი
  3. 20 მარტი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა