OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N78

AR1590355სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება2 აპრილი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3929427
გადაწყვეტილების თარიღი
25 აპრილი, 2018
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თეიმურაზ თათეშვილი
დეველოპერი (ს/კ)
205057784

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.01.004.024
მესაკუთრე
შპს "საბა ჯგუფი ყოფილი თიბი სტარს ყოფილი რეთაიმი" (205057784) (205057784)
ფართობი
7 283 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1590355
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
2 აპრილი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 აპრილი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 2 აპრილს №AR1590355 განცხადება, რომლითაც ითხოვთ 2017 წლის 9 იანვრის №3035374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 9 იანვრის №3035374 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი N78, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.12.01.004.024), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 09.01.2017 წ-დან 09.04.2017 წ-ის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 9 იანვრის №3035374 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლება და ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლების შესწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ განმცხადებლის მოთხოვნისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2017 წლის 9 იანვრის №3035374 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე არ იყო დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები. აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები დაფიქსირებულია 2018 წლის 2 აპრილის №AR1590355 განცხადებაზე ატვირთულ გეგმებზე, ასევე შეცვლილია ბინების და კომერციული ფართობების ნუმერაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის 2017 წლის 9 იანვრის №3035374 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმა არის სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილი, რომლის ცვლილებაც და შესაბამისი მონაცემების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ასახვა ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის გასწორების საფუძველს არ წარმოადგენს, აღნიშნული საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური ხარვეზი 2017 წლის 9 იანვრის №3035374 ბრძანებაში. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მეტის ჩვენება
  2. 25 აპრილი, 2018გადაწყვეტილება3929427 - უარი
  3. 2 აპრილი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა