ქალაქი თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, N 7გ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3933830
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 აპრილი, 2018
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- სალომე აზნაურაშვილი
- ორგანიზაცია
- 18063
- დეველოპერი (ს/კ)
- 204919008
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.14.003.079.01.057
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "სადაზღვევო კომპანია იმედი ელ" (204919008)
- ფართობი
- 211 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.14.003.079.01.057საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1594204
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 20 აპრილი, 2018
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 აპრილი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: სამსახურს ამ კონკრეტულ ადგილას სარეკლამო აბრის განთავსება შესაძლებლად არ მიაჩნია. წარმოდგენილი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე. აღნიშნულისათვის შესაძლებელია შენობის ფასადზე შეირჩეს სარეკლამო აბრის განთავსებისათვის სხვა ალტერნატიული ადგილის ვარიანტი. რეკომენდაციის სახით გაცნობებთ, რომ სარეკლამო აბრის განთავსება შესაძლებელია მოხდეს სადარბაზოს შესასვლელის თავზე არსებული სარეკლამო აბრის გასწვრივ, რისთვისაც საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: - ახალი ადგილის არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები და მასზე დამუშავებული ფოტომონტაჟი დეტალურად გაბარიტული ზომების და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. - ამხანაგობის კრების ოქმი (მობინადრეთა თანხმობა), რაც უნდა აიტვირთოს საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3 თანხმობის" ველში (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი) ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით. `ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 (67%) და ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებს მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. შესაბამისად წარმოსადგენია ოქმი, რომლის თანახმად კრების დამსწრე წევრები შეადგენენ ამხანაგობის წევრთა 2/3 და ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". სარეკლამო აბრის განთავსება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს ათვალისწინებით და დაცვით , რომლის თანახმად : განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ სამსახური სრულყოფილად განიხილავს საკითხს და გაცნობებთ მასში (არსებობის შემთხვევაში) არსებული ხარვეზებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 აპრილი, 2018გადაწყვეტილება3933830
- 20 აპრილი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა