ქალაქი თბილისი , სოფ.დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3951145
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 მაისი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 12 თვე
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ოლეგი კორძაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 406211861
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.022.238
- მესაკუთრე
- თამილა ჭოლოკავა (P/N: *********26)
- ფართობი
- 200 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.022.238საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1594927
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 აპრილი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 მაისი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №3895860 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 24 აპრილს №AR1594927 განცხადებით მომართა ოლეგ კორძაიამ და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №3895860 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, შპს "ენკა 2017 "-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი № 01.72.14.022.238), სასტუმროს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 06 აპრილიდან 2018 წლის 06 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 06 აპრილიდან 2019 წლის 06 აპრილის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 06 აპრილიდან 2018 წლის 06 აპრილის ჩათვლით.’’ საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 28 მარტის №AR1588719 განცხადებაზე დართული სამუშაოების კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობის მოქმედების ვადა 2018 წლის 5 აპრილის №3895860 ბრძანებით უნდა განსაზღვრულიყო 12 თვით, 2018 წლის 06 აპრილიდან 2019 წლის 06 აპრილის ჩათვლით მაგრამ ტექნიკური შეცდომის გამო განისაზღვრა არასწორად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №3895860 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქე ოლეგ კორძაიას 2018 წლის 24 აპრილის №AR1594927 განცხადება. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №3895860 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 06 აპრილიდან 2019 წლის 06 აპრილის ჩათვლით’’. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №3895860 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 მაისი, 2018გადაწყვეტილება3951145 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა