OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ჭავჭავაძის გამზირი N23ა.

AR1595301სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 აპრილი, 2018- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
გიორგი გვენეტაძე
დეველოპერი (ს/კ)
405021925

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.005.075
მესაკუთრე
შპს "ს-1" (204872753)
ფართობი
1 342 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1595301
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 აპრილი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
15 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 მაისი, 2018ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი # AR1595301 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N23ა, შპს „ს-1“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.14.005.075) მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებობის ნებართვის გაცემას, ასევე ითხოვთ მომართვის შემთხვევაში, მოქალაქე თამაზ გომიაშვილის წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ (# 12-01180521457-60 # 60-011806179) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის №3043321ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N23ა, შპს „ს-1“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი # 01.14.14.005.075), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის # 3197463 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი N23ა, შპს „ს-1“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი # 01.14.14.005.075) მრავალფუნქციური კომპლექსის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 2 თებერვლის №25 ბრძანებით შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის №3197463 ბრძანების მოქმედება, თამაზ გომიაშვილის 2017 წლის 12 დეკემბრის №19/01173461692-01 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 თებერვლის №49 ბრძანებით დაკმაყოფილდა თამაზ გომიაშვილის 2017 წლის 12 დეკემბრის №19/01173461692-01 ადმინისტრაციულ საჩივარი: ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის №3197463 ბრძანება; ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 2 თებერვლის №25 ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის №3197463 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე; სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დამატებით გაცნობებთ, რომ სამსახურის 2012-2018 წლების ინფორმაცია გამოტანილია ვებ–გვერდზე (tas.ge) და არის საჯარო. დაინტერესებაში არსებული ობიექტის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 აპრილი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა