ქალაქი თბილისი , ქუჩა გამრეკელი , N 37
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3973745
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 მაისი, 2018
- შედეგი
- სხვა
- მშენებლობის ვადა
- 18 ოქტომბერი, 2016 – 18 ოქტომბერი, 2019
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი თოხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402067721
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.02.025.140
- მესაკუთრე
- გიორგი დანელია (P/N: *********26)
- ფართობი
- 539 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.02.025.140საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1600563
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 14 მაისი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 მაისი, 2018ქალაქის პასუხი
2018 წლის 14 მაისის №AR1600563 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 14 მაისს №AR1600563 განცხადებით მომართა გიორგი თოხაძემ და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბერს №2866124 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, გამრეკელის ქუჩა, №37, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი №01.14.02.025.140), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2016 წლის 17 ოქტომბრის №2892805 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, გამრეკელის ქუჩა N37, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი: №01.14.02.025.140) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საჭიროა მოთხოვნის ტექსტში განმარტოთ, რომელი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლა გსურთ და წარმოადგინოთ ჩასანაცვლებელი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მეჰმანდარ“-ი (ID ნომერი: 402067721), ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით კიუმარს ჰაშემი წარმოადგენს შპს ,,მეჰმანდარ’’-ის (ID ნომერი: 402067721) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად საჭიროა აღნიშნული პირის მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული განმცხადებლისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიდობილობა ან ასევე შესაძლებელია კიუმარს ჰაშემი დარეგისტრირდეს თანაგამცხადებლად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ, წარმოასადგენია ჩასანაცვლებელი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები და ასევე ვინაიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, კიუმარს ჰაშემი წარმოადგენს შპს ,,მეჰმანდარ’’-ის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, საჭიროა აღნიშნული პირის მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული განმცხადებლისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიდობილობა ან ასევე შესაძლებელია კიუმარს ჰაშემი დარეგისტრირდეს თანაგამცხადებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ: წარმოდგენილ იქნეს დეტალურად ჩასანაცვლებელი ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები. 2. დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შპს ,,მეჰმანდარ’’-ის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირის კიუმარს ჰაშემის მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული განმცხადებლისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიდობილობა ან ასევე შესაძლებელია კიუმარს ჰაშემი დარეგისტრირდეს თანაგამცხადებლად. 3. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2018 წლის 14 მაისის №AR1600563 განცხადება დარჩეს განუხილველი. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 მაისი, 2018გადაწყვეტილება3973745 - სხვა
- 14 მაისი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- AR1440848.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა