ქალაქი თბილისი , მეფე მირიანის ქუჩა N39გ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4014237
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 ივნისი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 13 აპრილი, 2018 – 13 აპრილი, 2020
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ ებრალიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400160829
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.08.006.606
- მესაკუთრე
- შპს "ევროპული სახლი" (400160829)
- ფართობი
- 1 198 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.08.006.606საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1603365
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 მაისი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 20 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ივნისი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 25 მაისის №AR1603365 განცხადებით მომართეს რევაზ ებრალიძემ და გივი კაპანაძემ, განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, მირიანის მეფის ქუჩა N39 გ, შპს "ევროპული სახლი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.10.08.006.606 ), განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, სექტორი №8-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. 2018 წლის 12 აპრილის №3905624 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, მირიანის მეფის ქუჩა N39 გ, შპს "ევროპული სახლი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.10.08.006.606 ), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, სექტორ №8-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 აპრილიდან 2020 წლის 13 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საზაფხულო ფართობად 585.3 კვ.მ-ის ნაცვლად 585.1 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1026.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1026.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6513.5 კვ.მ-ის ნაცვლად 6513.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანებაში. კერძოდ საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 585,1 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 1026,7 კვ.მ, საერთო ფართობად 6513.6 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3692858 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ივნისი, 2018გადაწყვეტილება4014237 - თანხმობა
- 25 მაისი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ganmartebiti teqnikurze.docxგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა