OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ქვიშხეთი , N 1ბ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ვარდისუბანი , N 6

AR1609296სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება18 ივნისი, 2018- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4058926
გადაწყვეტილების თარიღი
9 ივლისი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
შორენა კიკვაძე
დეველოპერი (ს/კ)
200282513

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.08.006.018
მესაკუთრე
ე.ს. ამხანაგობა ქვიშხეთის 1ბ
ფართობი
437 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1609296
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
18 ივნისი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 18 ივნისს №AR1609296 განცხადებით მომართა შორენა კიკვაძემ და ამავე სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ქვიშხეთი, N1ბ / ქ. თბილისი, ქუჩა ვარდისუბანი, N6, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.12.08.006.018) მრავალბინიანი საცხორებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. 2018 წლის 25 აპრილის №3929066 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდა 1056.5 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 660.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 124.8 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 150.1 კვ.მ, დამხმარე ფართობად 12.1 კვ.მ. ასევე მოხდა გეგმების ჩანაცვლება. სამსახურის 2018 წლის 22 მაისის №3973825 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებში და +0.00 ნიშნულის საპროექტო გეგმა ჩანაცვლდა განმცხადებლის მიერ 2018 წლის 30 აპრილის NAR1596406 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. განმცხადებლის განმარტებით, 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სართულის გეგმა +4.00 ნიშნულზე/საპროექტო/, სართულის გეგმა +7.00 ნიშნულზე /საპროექტო/და სართულის გეგმა +10.00 ნიშნულზე /საპროექტო/ დაშვებულია ტექნიკური ხარვეზები და ითხოვს აღნიშნული გეგმების წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნული გეგმებით ჩანაცვლებას. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული გეგმები შესაბამისობაშია სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებში და სართულის გეგმა +4.00 ნიშნულზე /საპროექტო/, სართულის გეგმა +7.00 ნიშნულზე /საპროექტო/ და სართულის გეგმა +10.00 ნიშნულზე /საპროექტო/ ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი სართულის გეგმა +4.00 ნიშნულზე /კორექტირებული/, სართულის გეგმა +7.00 ნიშნულზე /კორექტირებული/ და სართულის გეგმა +10.00 ნიშნულზე /კორექტირებული/ გეგმებით. სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისსსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის №3825614 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 ივლისი, 2018გადაწყვეტილება4058926 - თანხმობა
  3. 18 ივნისი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა