ქალაქი თბილისი , ქუჩა მესხეთის , N 71
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4090462
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 ივლისი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 3 ივლისი, 2018 – 3 იანვარი, 2020
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მზია ნემსაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406250462
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.09.043.016
- მესაკუთრე
- მზია ნემსაძე (P/N: *********38)
- ფართობი
- 517 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.09.043.016საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1613862
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 ივლისი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის №4048677 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 05 ივლისის №AR1613862 განაცხადით მომართეს მზია ნემსაძემ და გურამი მამულაშვილმა და ამავე სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის №4048677 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება მოითხოვეს. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის №4048677 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, მესხეთის ქუჩა #71-ში, მოქ. მზია ნემსაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.17.09.043.016), სამსახურის მიერ 19/06/2018 წლის №4023393 ბრძანებით შეთანხმებული, ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისიდან 2020 წლის 03 იანვრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებებში დამკვეთად დაფიქსირდა მზია ნემსაძე (პ/ნ01012025338). წარმოდგენილი განაცხადით განმცხადებლების მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის №4048677 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად შ.პ.ს „ბროკერი“-ის (406250462) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის - (განაცხ. რეგისტრაცია – №892018588987, მომზ. თარიღი: 03/07/2018 15:19:11) თანახმად, ქ. თბილისში, მესხეთის ქუჩა #71-ში მდებარე N01.17.09.043.016 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ.პ.ს „ბროკერი“-ის (406250462) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B18070906, მომზადების თარიღი: 02/07/2018 16:38:54) შ.პ.ს „ბროკერი“-ის (406250462) დირექტორია გურამი მამულაშვილი (პ/ნ13001052718), რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს შ.პ.ს „ბროკერი“-ის (406250462) საკუთრებას, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შ.პ.ს „ბროკერი“-ის (406250462) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის №4048677 ბრძანებაში და დამკვეთად მზია ნემსაძის ნაცვლად დაფიქსირდეს შ.პ.ს „ბროკერი“ (406250462). სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის №4048677 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის №4048677 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 ივლისი, 2018გადაწყვეტილება4090462 - თანხმობა
- 26 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი
- 5 ივლისი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gaertianebuli.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა