ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კოჯორი , N 13 / ქალაქი თბილისი , კოჯრის გზატკეცილი, სტელა "თბილისი"-ს მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კოჯორი , N13-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 06/004)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 261028
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 ივლისი, 2012
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზი ჩალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204876642
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.08.005.004
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფი" (204876642) (204876642)
- ფართობი
- 32 441 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.08.005.004საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR161526
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 ივნისი, 2012
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 17 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ივლისი, 2012გადაწყვეტილება261028 - თანხმობა
- 13 ივლისი, 2012ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 მარტის №01/518 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 26 ივნისს №Aღ161526 განცხადებით მომართა სს "ქართუ ჯგუფი"-ს (იდ 204876642) წარმომადგენელმა რევაზ ჩალაძემ (13.06.2012წ. №119 მინდობილობა) და მოითხოვა სამსახურის 2012 წლის 01 მარტის №01/518 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე წარმოდგენილი გეგმა-ნახაზების დამატება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2012 წლის 01 მარტის №01/518 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი მთაწმინდა, კოჯრის გზატკეცილი №13 / კოჯრის გზატკეცილი, სტელა "თბილისი"-ს მიმდებარედ / კოჯრის გზატკეცილი №13-ის მიმდებარედ (ნაკვ. №06/004) შეთანხმდა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის (სატუმროს ფუნქციით) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (№ნ/519-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა). სამსახურმა გადაამოწმა საპროექტო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს, კერძოდ: განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ნახაზებზე გამორჩენილია შენობის ფასადების ცოკოლის აგურით მოპირკეთება და +4.38 ნიშნულის გეგმაზე არ არის მითითებული კიბის უჯრედის წინ მდებარე ფილის სიგანის ზომა (1.48 მ.). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, და ვინაიდან აღნიშნული ხარვეზის გასწორება არ იწვევს გავლენებს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის ძირითად მაჩვენებლებზე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია 2012 წლის 01 მარტის №01/518 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას დაამატოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო ობიექტის ფასადის ახალი ნახაზები და +4.38 ნიშნულზე სართულის გეგმა ფილის სიგანის დატანით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 მარტის №01/518 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას დაემატოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შენობის ფასადის ახალი გეგმა–ნახაზები და +4.38 ნიშნულზე სართულის გეგმა ფილის სიგანის დატანით; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 მარტის №01/518 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 ივნისი, 2012ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- pdf-1.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა