OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზაბავრი , მიმდებარედ , (ნაკვეთი 18/103) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზაბავრი , N 1 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზაბავრი , N1-ის მიმდებარედ (ნაკვ.18/094); ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზაბავრი , N 1-ის მიმდებარედ

AR1615443სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 ივლისი, 2018- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4085526
გადაწყვეტილების თარიღი
24 ივლისი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვასილი ცომაია
დეველოპერი (ს/კ)
200069371

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.018.217
მესაკუთრე
შპს "პრიმა პლიუსი" (200069371)
ფართობი
6 596 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1615443
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 ივლისი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 11 ივლისს №AR1615443 განცხადებით მომართეს ვასილ ცომაიამ და თეა დანელიამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი- გლდანი, ხიზაბავრის ქუჩის მიმდებარედ, (ნაკვეთი 18/103)/ქალაქი თბილისი, ქუჩა ხიზაბავრი, N1/ქალაქი თბილსი, ქუჩა ხიზაბავრი, N1-ის მიმდებარედ (ნაკვ.18/094)/ქალაქი თბილისი, ქუჩა ხიზაბავრი, N1 ის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.11.12.018.217), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 2018 წლის 5 აპრილის № 3900102 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - გლდანი, ქუჩა ხიზაბავრი, მიმდებარედ, (ნაკვეთი 18/103)/ქალაქი თბილისი, ქუჩა ხიზაბავრი, N1/ქალაქი თბილსი, ქუჩა ხიზაბავრი, N1-ის მიმდებარედ (ნაკვ.18/094)/ქალაქი თბილისი, ქუჩა ხიზაბავრი, N1 ის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.11.12.018.217), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 05 აპრილიდან 2021 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 6914,0 კვ.მ-ის ნაცვლად 6931,6 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 39444,4 კვ.მ-ის ნაცვლად 39462,0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 6931,6 კვ.მ, საერთო ფართობად 39462,0 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3873226 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 24 ივლისი, 2018გადაწყვეტილება4085526 - თანხმობა
  3. 23 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი
  4. 23 ივლისი, 2018ფაილები აიტვირთა
  5. 23 ივლისი, 2018ფაილები აიტვირთა
  6. 20 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი
  7. 20 ივლისი, 2018ფაილები აიტვირთა
  8. 11 ივლისი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

თანხმობები და ბრძანებები1

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა