OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N57

AR1617594სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 ივლისი, 2018- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4082313
გადაწყვეტილების თარიღი
23 ივლისი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ აბზიანიძე
ორგანიზაცია
17680
დეველოპერი (ს/კ)
405112729

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.005.089
მესაკუთრე
შპს "სოლო დეველოპმენტი" (405112729)
ფართობი
2 324 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1617594
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
20 ივლისი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 23 ივლისი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 20 ივლისს №AR1617594 განცხადებით მომართეს ზურაბ აბზიანიძემ და გიორგი აფციაურმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №57-ში, შპს ,,სოლო დეველოპმენტი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.14.05.005.089) შერეული ფუნქციის შენობის (კომერციული საცხოვრებელი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2017 წლის 29 მაისს №3287639 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N57, შპს "სოლო დეველოპმენტი" –ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.05.005.089), მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 29 მაისიდან 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საზაფხულო ფართობად 1471.0 კვმ-ის ნაცვლად 1334,01 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1052.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1504 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7520.8 კვ.მ-ის ნაცვლად 7835,21 კვ.მ-ის დაფიქისრებას. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია ჩასანაცვლებელი 0.00 ნიშნულის გეგმაც. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1334,01 კვ.მ; ავტოსადგომის ფართობად 1504 კვ.მ; საერთო ფართობად 7835,21 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს 2018 წლის 20 ივლისის №AR1617594 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №3170981 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 23 ივლისი, 2018გადაწყვეტილება4082313 - თანხმობა
  3. 20 ივლისი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა