OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ფალიაშვილი , N 87 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ფალიაშვილი , N 85

AR1618911სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 ივლისი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
რამაზ მარცვალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405127937

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.11.022.016
მესაკუთრე
შპს დომუს - ვაკის პარკი (405127937)
ფართობი
1 834 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1618911
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 ივლისი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 აგვისტო, 2018ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი NAR1618911 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქ. N87/ფალიაშვილის ქ. N85-ში, N01.14.11.022.016 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მომართვის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარედ ჩართვას და აგრეთვე ითხოვთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული პროექტის ბრძანების ასლს. პასუხად გაცნობებთ, რომ 2017 წლის 28 მარტის N3173884 ბრძანებით ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქ. N87/ფალიაშვილის ქ. N85-ში, N01.14.11.022.016 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამასთან გაცნობებთ, რომ 2018 წლის 14 ივნისის NAR1608709 ელექტრონული განაცხადით სამსახურს მომართა მოქალაქე გიორგი გიორგაძემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ზემოაღნიშნულ მისამართზე დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა. საკითხის შესწავლის შედეგად მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნულში ცვლილების შეტანა არ მომხდარა. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. ამასთან განგიმარტავთ, იმისათვის რომ დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილი „შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტი“-ზე ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს. (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენს მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის საფუძველზე გიგზავნით N3173884; 3284371 ბრძანებების ასლებს. გაცნობებთ, რომ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა შეიტანოთ ასლის გადაღების მოსაკრებელი - 0 ლარის და 30 თეთრის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ გაიტანოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულიდან (სივრცე #4), შეტყობინების მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს, გატანის დროს საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დანართი: 6 ფურცელი 1.მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 2.მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა 3.ბანკის კოდი: TRESGE22 4.ანგარიშის ნომერი: 200122900 5.სახაზინო კოდი: 300773173 6.გადახდის დანიშნულება: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. (N AR1618911 26.07.2018წ.)

    მეტის ჩვენება
  2. 26 ივლისი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა