OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ცინცაძე , N 57

AR1621343სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 აგვისტო, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
საჰარ აბ. სა. თა. ელ. ელკიკი ---
დეველოპერი (ს/კ)
400069714

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.028.089
მესაკუთრე
შპს "Mores Company" (400069714)
ფართობი
4 540 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1621343
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
6 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 აგვისტო, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი, 2018 წლის 6 აგვისტოს AR1621343 განცხადება, რომლითაც ითხოვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №2584721 ბრძანებით, მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა სულხან ცინცაძე , N 57-ში, (საკადასტრო კოდი: #01.10.14.028.089) მრავაფუნქციური კომპლექსის (ოფისი ,კაფე, ავტოსამრეცხაო, ავტოპროფილაქტიკა, მაღაზია, დამხმარე ნაგებობა) მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განცხადებელი ითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №2584721 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და მრავაფუნქციური კომპლექსის (ოფისი ,კაფე, ავტოსამრეცხაო, ავტოპროფილაქტიკა, მაღაზია, დამხმარე ნაგებობა) ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაფიქსირებას. დღეის მდგომარეობით, შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირიდათი რეგლამენტები რომლებიც უზრუნველყობს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კუტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე, სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა და მოთხოვნილი ცვლილება (მრავაფუნქციური კომპლექსის (ოფისი ,კაფე, ავტოსამრეცხაო, ავტოპროფილაქტიკა, მაღაზია, დამხმარე ნაგებობა) ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაფიქსირება), იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ცვლილების განხორციელება, რამეთუ აღნიშნული წარმოადგენს ისეთი არსებითი ხასიათის ცვლილებას, რაზეც სამსახურის მიერ მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება, როგორც კონკრეტული მიწის ნაკვეთის განაშენიანების არეალი ასევე ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც დღეს მოქმედი განაშენიანების რეგულირების წესებით არის დამტკიცებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №2584721 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 აგვისტო, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

  • ცინცაძის ქუჩა - კვლევითი ნაწილი_opt.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა