OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 22 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 , (ნაკვ. 20/52); ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 22 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 , (ნაკვ. 20/52)

AR1621427სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 აგვისტო, 2018- ვაშლიჯვარი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4135438
გადაწყვეტილების თარიღი
24 აგვისტო, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ბიჭიკაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
211359493

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.10.020.178
მესაკუთრე
შპს "ულტრა პლიუსი" (211359493)
ფართობი
2 434 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1621427
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
17 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 აგვისტო, 2018გადაწყვეტილება4135438 - თანხმობა
  2. 24 აგვისტო, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 07 აგვისტოს NAR1621427 განცხადებით მომართა გიორგი ბიჭიკაშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, ქუჩა გოძიაშვილი, N22/ქალაქი თბილისი, ქუჩა გოძიაშვილი, N24/ქალაქი თბილისი, ქუჩა გოძიაშვილი, N24, (ნაკვ. 20/52), შპს "ულტრა პლიუსი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.10.10.020.178) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის №3728197 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი - 8032.96 კვ.მ.-ის ნაცვლად უნდა იყოს - 7395.68 კვ.მ, კომერციული ფართობის (1975.23 კვ.მ) ნაცვლად უნდა დაფიქსირდეს საზაფხულო ფართობი 1975.23 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1429.47 კვ.მ.-ის ნაცვლად - 1425.67 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 176.15 კვ.მ.-ის ნაცვლად - 729.36 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 1569.54 კვ.მ.-ის ნაცვლად - 1619.28 კვ.მ საერთო ფართობი: 13183.35 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 13145.22 კვ.მ-ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 7395.68 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1975.23 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1425.67 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 729.36 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 1619.28 საერთო ფართობი: 13145.22 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას კომერციული ფართობი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686651 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა