OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ასათიანისა და დელისის ქუჩების გადაკვეთაზე, (ნაკვეთი N7/76) ; ქალაქი თბილისი , ასათიანის და დელისის ქუჩების გადაკვეთაზე

AR1621513სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 აგვისტო, 2018- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4132521
გადაწყვეტილების თარიღი
22 აგვისტო, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან ხეცურიანი
დეველოპერი (ს/კ)
405206799

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.15.007.119
მესაკუთრე
ლევან ხეცურიანი (P/N: *********41)
ფართობი
549 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1621513
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
15 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 აგვისტო, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 07 აგვისტოს №AR1621513 განცხადებით მომართა ლევან ხეცურიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ასათიანისა და დელისის ქუჩების გადაკვეთაზე, (ნაკვეთი N7/76)/ქალაქი თბილისი, ასათიანის და დელისის ქუჩების გადაკვეთაზე, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.10.15.007.119), სავაჭრო-საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 31 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენბლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, აღნიშნავს რომ კომერციული ფართობი - 257.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს - 214.50 კვ.მ, რაც იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 2049.3 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება - 2006.3 კვ.მ. შეტყობინებით წარმოდგენილია გასწორებული გეგმაც. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, დაადგინა, რომ გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმაზე ფართების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კომერციული ფართობი: 214.50 კვ.მ, საერთო ფართობი: 2006.3 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანებით შეთანმხებული -3.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს 2018 წლის 07 აგვისტოს №AR1621513 განცხადებაზე შეტყობინებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2483131 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 22 აგვისტო, 2018გადაწყვეტილება4132521 - თანხმობა
  3. 7 აგვისტო, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა