OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა გამრეკელი , N 37

AR1623452სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 აგვისტო, 2018- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4158550
გადაწყვეტილების თარიღი
7 სექტემბერი, 2018
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი თოხაძე
დეველოპერი (ს/კ)
402067721

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.02.025.140
მესაკუთრე
გიორგი დანელია (P/N: *********26)
ფართობი
539 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1623452
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
16 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
22 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    2018 წლის 16 აგვისტოს NAR1623452 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 16 აგვისტოს NAR1623452 განცხადებით მომართეს გიორგი თოხაძემ და კიუმარს ჰაშემმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ქუჩა გამრეკელი, N37, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.140), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2016 წლის 17 ოქტომბრის №2892805 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4043829 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში. კერძოდ: ტექნიკურ-კონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლები: ავტოსადგომის ფართობი: 118.811კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 610.044კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 112.606 კვ.მ, მანსარდის ფართობი: 129.413კვ.მ. საერთო ფართობი: 1123.024კვ.მ. სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არსებულ მაჩვენებლებს უნდა დაემატოს დამხმარე ფართობი - 59.85 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების -2.55 ნიშნულზე N1-ით აღნიშნული ფართობი არ არის შეყვანილი სხვა არც ერთი ფუნქციური დანიშნულების ფართობში. ხოლო, N3-ით აღნიშნული ფართობი სარდაფის ფართობშია შეყვანილი. შესაბამისად, მათი დამხმარე ფართობად დაფიქსირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლების მიერ გათვალისწინებული იქნება ზემოაღნიშნული გარემოებები. ამ შემთხვევაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოსაღები იქნება სარდაფის ფართობი (20.21 კვ.მ). რაც შეეხება, +0.00 ნიშნულზე N3-ით აღნიშნულ ფართობს, იგი წარმოადგენს ტამბურს და მისი ფუნქციიდან გამომდინარე, უნდა დაფიქსირდეს არა დამხმარე, არამედ სადარბაზოს და კიბის უჯრედის ფართობში. ამდენად, საჭიროა განმცხადებლების მიერ მოთხოვნის დაზუსტება და ასევე, გასწორებული საერთო ფართობის მაჩვენებლის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებლებს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტონ მოთოხვნა და ასევე, წარმოადგინონ გასწორებული საერთო ფართობის მაჩვენებელი. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინამდებარე 2018 წლის 16 აგვისტოს NAR1623452 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 7 სექტემბერი, 2018გადაწყვეტილება4158550 - სხვა
  3. 16 აგვისტო, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა