OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა თევდორე მღვდელი , N 27

AR1624037სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 აგვისტო, 2018- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4160382
გადაწყვეტილების თარიღი
10 სექტემბერი, 2018
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ჭილაძე
დეველოპერი (ს/კ)
402034008

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.07.006.026
მესაკუთრე
შპს "საქცივპროდუქტი" (402034008)
ფართობი
11 896 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1624037
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
20 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის №3813381 ბრძანებაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 20 აგვისტოს №AR1624037 განცხადებით მომართა გიორგი ჭილაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის №3813381 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის №3813381 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, თევდორე მღვდელის ქუჩა N27, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.13.07.006.005) არსებული N1/4, 2/2, 9/1, 10/2, 11/1, 12/1, 13/1, 14/1, 15/1, 16/2, 17/1, 18/1, 24/1 და 25/2 შენობების დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. დემონტაჟის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4072157 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის №3813381 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის №3813381 ბრძანება გაცემულია N01.13.07.006.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, (მიწის ნაკვეთის ფართობი: 14895 კვ.მ). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის №3813381 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და N01.13.07.006.005 (14895 კვ.მ.) საკადასტრო კოდის ნაცვლად 01.13.07.006.026 (11896 კვ.მ.) საკადასტრო კოდის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N892018672846, მომზადების თარიღი: 01/08/2018 14:21:37) თანახმად, N01.13.07.006.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად წარმოიშვა N01.13.07.006.026 (11896 კვ.მ.) და N01.13.07.006.027 (2999 კვ.მ.) საკადასტრო ერთეულები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შეცვლილია მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია, ასევე დასაზუსტებელია სადემონტაჟო იბიექტების რაოდენობა და მდებარეობა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა საკადასტრო კოდის ცვლილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 სექტემბერი, 2018გადაწყვეტილება4160382 - უარი

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა