OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გაგარინი , N 6 , (ნაკვეთი N21/8) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გაგარინი , N 6 , (ნაკვეთი N21/9)

AR1624464სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 აგვისტო, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4173268
გადაწყვეტილების თარიღი
17 სექტემბერი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან ჭეჟია
ორგანიზაცია
19760
დეველოპერი (ს/კ)
405114111

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.12.021.010
მესაკუთრე
შპს "კა ენდ ელ კომპანი" (405114111)
ფართობი
413 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1624464
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
24 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 24 აგვისტოს NAR1624464 განცხადებით მომართა ლევან ჭეჟიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, ქუჩა გაგარინი, N6, (ნაკვეთი N21/8)/ქალაქი თბილისი, ქუჩა გაგარინი, N6, (ნაკვეთი N21/9), შპს "კა ენდ ელ კომპანი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.12.021.010), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 მაისიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენბლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი - 428.0 კვ.მ.-ის ნაცვლად უნდა იყოს - 384.6 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 518.6-ის ნაცვლად - 517.0 კვ.მ, ავტოსადგომების ფართობი 673.4-ის ნაცვლად - 644.0 კვ.მ. რაც გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 3305.8 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 3231.4 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართობი: 384.6 კვ.მ. საზაფხულო ფართობი: 517.0 კვ.მ, ავტოსადგომების ფართობი: 644.0 კვ.მ. საერთო ფართობი: 3231.4 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3968736 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 17 სექტემბერი, 2018გადაწყვეტილება4173268 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა