OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ლუბლიანა , N 11, კორპუსი N3

AR1624951სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 აგვისტო, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4176056
გადაწყვეტილების თარიღი
18 სექტემბერი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მიხეილ მარი
დეველოპერი (ს/კ)
205206098

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.02.010.075
მესაკუთრე
შპს "ტრიდე" (205206098)
ფართობი
3 105 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1624951
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
26 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 23 აგვისტოს NAR1624951 განცხადებით მომართა მიხეილ მარიმ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, ბელიაშვილის ქუჩა, №22-ში, შპს "ტრიდე"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.13.02.010.075), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №5) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 თებერვლიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118162 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 20 ივლისის NAR1617658 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანებით შეთანმხებული გეგმების ბოლოს სართულზე (+46.20) ბინების ფართობებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ითხოვს აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის გასწორებას და 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანებით შეთანხმებული +46.20 ნიშნულის გეგმის 2018 წლის 23 აგვისტოს NAR1624951 განაცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმაზე ფართების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +46.20 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს 2018 წლის 23 აგვისტოს NAR1624951 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №3820091 და 2018 წლის 13 აგვისტოს №4118162 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 სექტემბერი, 2018გადაწყვეტილება4176056 - თანხმობა
  3. 17 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი
  4. 17 სექტემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
  5. 23 აგვისტო, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • გეგმები ჩასწორებული ფართებით (15 სართული).pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა