OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 10ბ

AR1625910სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 აგვისტო, 2018- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
დავით სილაგავა
დეველოპერი (ს/კ)
404987056

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.006.239
მესაკუთრე
შპს ნირან პროპერტის დეველოპმენტი (204564729)
ფართობი
3 353 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1625910
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
29 აგვისტო, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
22 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118812 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 29 აგვისტოს №AR1625910 განაცხადით მომართა დავით სილაგავამ და ამავე სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118812 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118812 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, ქუჩა დემეტრე თავდადებული, N 12ბ, მიმდებარედ (ნაკვ. 06/188)/ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, ქუჩა დემეტრე თავდადებული, N12ბ/ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, II მიკრო/რაიონი, ნაკვეთი 06/195,/ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, ქუჩა დემეტრე თავდადებული, N12ბ, შპს "ნირან პროპერტის დეველოპმენტი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.06.006.239), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 აგვისტოდან 2021 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებებში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ნირან პროპერთის დეველოპმენტი“ (204564729). წარმოდგენილი განაცხადით განმცხადებლების მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118812 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად შპს „გალაქსი კონსტრაქშენ“-ის (404987056) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის - (განაცხადების რეგისტრაცია – №892018759870, მომზადების თარიღი: 06/09/2018 10:33:29) თანახმად, N01.10.06.006.239 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „გალაქსი კონსტრაქშენ“-ის (404987056) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადების რეგისტრაცია - B18033522, მომზადების თარიღი: 30/03/2018 19:26:59) შპს „გალაქსი კონსტრაქშენ“-ის (404987056) დირექტორია დავით სილაგავა (პ/ნ 01024002394). საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, საპროექტო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „გალაქსი კონსტრაქშენ“-ის (404987056) საკუთრებას, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „გალაქსი კონსტრაქშენ“-ის (404987056) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118812 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ნირან პროპერთის დეველოპმენტი“-ს (204564729) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „გალაქსი კონსტრაქშენ“ (404987056). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118812 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს №4118812 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 აგვისტო, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა