ქალაქი თბილისი , ჭყონდიდელის ქუჩა N22
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4204373
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ოქტომბერი, 2018
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბელა შერაზადიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405067467
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.024.187
- მესაკუთრე
- ეკატერინე შერაზადაშვილი (P/N: *********97)
- ფართობი
- 1 404 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.024.187საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1628116
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 4 სექტემბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის №3996714 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 04 სექტემბერს NAR1628116 განცხადებით მომართა ბელა შერაზადიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის №3996714 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის №3996714 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ნაძალადევი, ჭყონდიდელის ქუჩა №22–ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.024.187), განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 05 ივნისიდან 2020 წლის 05 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის №3996714 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 4095.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 4078.14 კვ.მ, კომერციული ფართობი 401.1 კვ.მ-ის ნაცვლად 403.44 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 580.0 კვ.მ-ის ნაცვლად 581.5 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 691.1 კვ.მ-ის ნაცვლად 626.7 კვ.მ, დამხმარე ფართობი 234.4 კვ.მ-ის ნაცვლად 234.48 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 1314.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1272.2 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 7316.3 კვ.მ-ის ნაცვლად 7196.46 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზის გასწორებას. კერძოდ, წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმების მიხედვით, იცვლება როგორც ფართობების მაჩვენებლები, ასევე დანიშნულებები, რაც არ წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს. აღნიშნული ცვლილების შესატანად საჭიროა სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის №3996714 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირება/ცვლილება. აქედან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ოქტომბერი, 2018გადაწყვეტილება4204373 - უარი
- 4 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
- 4 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
- 1 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
- 1 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
- 4 სექტემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა