ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 18
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4220331
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 ოქტომბერი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ამირან წკრიალაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 417882946
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.009.045
- მესაკუთრე
- კახა ხინთიბიძე (P/N: *********93)
- ფართობი
- 2 270 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.009.045საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1630681
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 18 სექტემბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 28 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 18 სექტემბერს NAR1630681 განცხადებით მომართა ამირან წკრიალაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I და ფარნავაზ მეფის გამზირს შორის, (ნაკვეთი 09/033), შპს "პროდიუს ინვესტ"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.06.009.045), მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №3962739 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I და ფარნავაზ მეფის გამზირს შორის, (ნაკვეთი 09/033), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.10.06.009.045), მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21/03/2018 წ Nბ-19/01173611410-17 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 7335.31 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 7333.47 კვ.მ, კომერციული ფართობი 387.34 კვ.მ-ის ნაცვლად - 387.35 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 1192.86 კვ.მ-ის ნაცვლად - 1185.43 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 1370.52 კვ.მ-ის ნაცვლად - 1373.50 კვ.მ. შესაბამისად, საერთო ფართობი 12467.68 კვ.მ-ის ნაცვლად 12461.40 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. მათ შორის +23.700 ნიშნულის გეგმა, რომელიც გამორჩენილ იქნა 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებაში. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 7333.47 კვ.მ, კომერციული ფართობი: 387.35 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1185.43 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 1373.50 კვ.მ. საერთო ფართობი: 12461.40 კვ.მ. სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებით შეთანხმებული -3.100, 0.000, +5.100, +20.600, +39.200 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ასევე, დაემატოს გამორჩენილი +23.700 ნიშნულის გეგმა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3687783 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ოქტომბერი, 2018გადაწყვეტილება4220331 - თანხმობა
- 15 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
- 11 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
- 11 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
- 18 სექტემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა