OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 35

AR1631233სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 სექტემბერი, 2018- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4193202
გადაწყვეტილების თარიღი
28 სექტემბერი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
პაატა ნუცუბიძე
დეველოპერი (ს/კ)
405172566

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.014.836
მესაკუთრე
ნანა ჩხაიძე (P/N: *********85)
ფართობი
4 200 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1631233
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
17 სექტემბერი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 17 სექტემბერს №AR1631233 განცხადებით მომართეს პაატა ნუცუბიძემ და გელა გაბელიამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირი №35-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.836), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 აგვისტოდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 12871.8 კვ.მ-ის ნაცვლად 13225.7კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2197.8 კვ.მ-ის ნაცვლად 2435.8 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 3383.9კვ.მ-ის ნაცვლად 3343.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 82.5 კვ.მ-ის ნაცვლად 42.70 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 2610.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2731.8 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 21146.0 კვ.მ-ის ნაცვლად 21779.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 21779.2 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობად 13225.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობად - 2435.8 კვ.მ, ავტოსადგომების ფართობად 3343.2 კვ.მ, დამხმარე ფართობად 42.70 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 2731.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 17 სექტემბრის №AR1631233 განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4147414 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 28 სექტემბერი, 2018გადაწყვეტილება4193202 - თანხმობა
  3. 27 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი
  4. 27 სექტემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
  5. 24 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი
  6. 22 სექტემბერი, 2018ქალაქის პასუხი
  7. 22 სექტემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
  8. 17 სექტემბერი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა