ქალაქი თბილისი , ჭავჭავაძის გამზირი N23ა.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4198150
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 ოქტომბერი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვასილ ცოტაძე
- ორგანიზაცია
- 8846
- დეველოპერი (ს/კ)
- 405021925
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.14.005.075
- მესაკუთრე
- შპს "ს-1" (204872753)
- ფართობი
- 1 342 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.14.005.075საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1633534
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 სექტემბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 27 სექტემბრის NAR1633534 განცხადებით მომართა ვასილ ცოტაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N23ა, შპს „კანალესა“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.14.005.075), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2018 წლის 26 სექტემბრის №4155149 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 06 სექტემბრიდან 2020 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, აღნიშნავს რომ შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის ტექნიურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული ავტოსადგომის, საზაფხულო და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობების მაჩვენებლები არ შეესაბამება ამავე პროექტით შეთანხმებულ მაჩვენებლებს. შესაბამისად ითხოვს დაფიქსირდეს: საერთო ფართობი: 11192.86 კვ.მ-ის ნაცვლად 11422.56 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 3356.58 კვ.მ-ის ნაცვლად 3306.51 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 3078.37 კვ.მ-ის ნაცვლად 3137.03 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 445.94 კვ.მ-ის ნაცვლად 667.05 კვ.მ, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დატოვებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ცვლილების შეტანა სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი: 11422.56 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 3306.51 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 3137.03 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 667.05 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138396 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 ოქტომბერი, 2018გადაწყვეტილება4198150 - თანხმობა
- 1 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
- 1 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- GEGEMEBI+GAYVITLEBULI+EXEL.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა