ქალაქი თბილისი , გლდანი მუხიანისკენ , მიმავალ გზაზე , ავტოსატრანსპორტო საწარმოს , მიმდებარედ (ნაკვ. 2/67) ; ქალაქი თბილისი , გლდანი-მუხიანისაკენ მიმავალ გზაზე ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიმდებარედ, (ნაკვ. N2/68)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 245187
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 ივლისი, 2012
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან ძიძიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204573611
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.002.067
- მესაკუთრე
- შპს "ქროსი" (204573611) (204573611)
- ფართობი
- 3 500 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.002.067საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- 01.11.13.002.068საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR163459
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 ივლისი, 2012
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 ივლისი, 2012ქალაქის პასუხი
თქვენი განაცხადის პასუხად, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში მდებარე ორ მიწის ნაკვეთზე მოქმედი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების დადგენას და ასევე გაინტერესებთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ კოლექტორთან მიმართებაში არსებული შეზღუდვის შესახებ, გაცნობებთ, შემდეგს; #01.11.13.002.067 მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მოქცეულია ორ ფუნქციურ ზონაში: საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3) და საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 1–ში (სსზ–1), რომელშიც მოქმედებს შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები (იხ. დანართი): საცხოვრებელი ზონა 3–სთვის: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 1,5; მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,2. საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 1–სთვის: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 3,5; მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1. #01.11.13.002.068 მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მოქცეულია ასევე ორ ფუნქციურ ზონაში: საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3) და საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2–ში (სსზ–2) (იხ. დანართი). საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2–ში მოქმედებს შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 4,6; მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება #4-13 ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”-ს მიხედვით საცხოვრებელი ზონა 3-ში (სზ-3) განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები; საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1) არის საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა); ხოლო საზოგადოებრივ–საქმიანი ზოან 2 (სსზ–2) წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასს სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა; (იხ. დანართი). თქვენს განაცხადში დამატებით დაფიქსირებულ კითხვაზე, კოლექტორის მიმდებარედ არსებული გასხვისების ზონის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნულის გასარკვევათ უნდა მიმართოთ შესაბამის სამსახურს ან მფლობელს, რომლის ბალანსზეც იმყოფება მითითებული კომუნიკაცია. დანართი 5 ფურცელი
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 ივლისი, 2012გადაწყვეტილება245187 - თანხმობა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 163459.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა