OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა შორაპნის , N 34 , (ნაკვ. 26/47) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შორაპნის , N 34

AR1635187სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 ოქტომბერი, 2018- ისანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4234902
გადაწყვეტილების თარიღი
25 ოქტომბერი, 2018
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ხოტენაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
206354746

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.13.026.102
მესაკუთრე
ამხანაგობა "ისანი 2015"
ფართობი
690 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1635187
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
4 ოქტომბერი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი

    2018 წლის 04 ოქტომბრის №AR1635187 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 04 ოქტომბერს №AR1635187 განცხადებით მომართა ნინო ხოტენაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №2829666 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №2829666 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სექტორი ისანი, შორაპნის ქ. №34-ში, (ნაკვ.26/47/ ქ. თბილისში, შორაპნის ქ. №34-ში, მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.17.13.026.102), დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის №2949926 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №2829666 ბრძანებაში და სარდაფის ფართობად დაფიქსირდა 214.53 კვ.მ, ხოლო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 159.28 კვ.მ. ამავე სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის №3316687 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №2949926 ბრძანებაში და -3.250 ნიშნულზე დამხმარე სათავსოების ფართობად დაფიქსირდა 180.666 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 12.02 კვ.მ, დერეფნისა და ლიფტის შახტის ფართობად 33.87 კვ.მ და შესაბამისად სარდაფის საერთო ფართობად 226.556 კვ.მ. ასევე სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის №3520089 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №2829666 ბრძანებაში და სარდაფის საერთო ფართობად დაფიქსირდა 214.48 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №2829666 ბრძანებაში, კერძოდ, განმცხადებელს სურს საცხოვრებელ ფართობად 1175.23კვ.მ-ის ნაცვლად 1174.61კვ.მ-ის დაფიქსირება. იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა წარმოდგენილ იქნას 0,00; +3,25; +6,50; +9,75; +13,00; +16,25 ნიშნულების გეგმები და თითოეულ სართულის ექსპლიკაციებზე დაკონკრეტდეს საცხოვრებელი ფართობი, ასევე განიმარტოს საცხოვრებელ ფართობის ჯამში რომელი ფართობები შედის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ: საჭიროა წარმოდგენილ იქნას 0,00; +3,25; +6,50; +9,75; +13,00; +16,25 ნიშნულების გეგმები და თითოეული სართულის ექსპლიკაციებზე დაკონკრეტდეს საცხოვრებელი ფართობი, ასევე განიმარტოს საცხოვრებელ ფართობის ჯამში რომელი ფართობები შედის. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2018 წლის 04 ოქტომბრის №AR1635187 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 ოქტომბერი, 2018გადაწყვეტილება4234902 - სხვა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა