ქალაქი თბილისი , ქუჩა ადამ მიცკევიჩი , N 25ბ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4248741
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ნოემბერი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 10 თვე
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან მარშანია
- დეველოპერი (ს/კ)
- 211338015
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.015.037
- მესაკუთრე
- შპს "ზიმო" (211338015) (211338015)
- ფართობი
- 5 586 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.015.037საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1635379
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 ოქტომბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 31 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ნოემბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 05 ოქტომბერს №AR1635379 განცხადებით მომართა ლევან მარშანიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ადამ მიცკევიჩი , N 25ბ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.10.14.015.037) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის "ბ" ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 17 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 10232.4 კვ.მ-ის ნაცვლად 10235.4კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2122.6 კვ.მ-ის ნაცვლად 2131.9კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 1860.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1884.6კვ.მ-ის, საერთო ფართობად 17679.7 კვ.მ-ის ნაცვლად 17716,0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. ასევე სამსახურმა დაადგინა, 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებაში არასწორად იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა, კერძოდ, 2018 წლის 18 ივნისის №AR1609438 განცხადებაზე წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობის მოქმედების ვადა სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებით უნდა განსაზღვრულიყო 10 თვით 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით, მაგრამ ტექნიკური შეცდომის გამო განისაზღვრა არასწორად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 17716,0კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 10235.4კვ.მ, საზაფხულო ფართობად 2131.9კვ.მ, კომერციულ ფართობად 1884.6კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებით შეთანხმებული შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 05 ოქტომბრის №AR1635379 განცხადებაზე წარმოდგენლი გეგმებით. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 17 ივლისიდან 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით’’. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 ივლისის №4039599 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ნოემბერი, 2018გადაწყვეტილება4248741 - თანხმობა
- 18 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
- 18 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
- 5 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა