ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , მიკრო/რაიონი 3 , კორპუსი 12 , მიმდებარედ (ნაკვეთი 05/033); ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , მიკრო/რაიონი III , 151-ე ბაგა-ბაღის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4225314
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 ოქტომბერი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ოთარ ზიბზიბაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402025839
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.005.075
- მესაკუთრე
- შპს "ფოლადი" (402025839)
- ფართობი
- 1 568 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.005.075საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1636923
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 ოქტომბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 13 ოქტომბერს NAR1636923 განცხადებით მომართეს ოთარ ზიბზიბაძემ და ვაჟა შუშანაშვილმნა და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება მუხიანი, მიკრო/რაიონი 3, კორპუსი 12, მიმდებარედ (ნაკვეთი 05/033)/ დასახლება მუხიანი, მიკრო/რაიონი III, 151-ე ბაგა-ბაღის მიმდებარედ (ს/კ N01.11.13.005.075) მრავალფუნქციური შენობის ,,ბ“ ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2020 წლის 27 მარტის ჩათვლით წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობის - 2853.3 კვ.მ.-ის ნაცვლად - 2807.5 კვ.მ.-ის, საოფისე ფართობის - 165.1 კვ.მ.-ის ნაცვლად - 140.9 კვ.მ-ის, საერთო ფართობის - 4629.4 კვ.მ-ის ნაცვლად - 4559.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადების რეგისტრაცია – №882016818825, მომზადების თარიღი: 30/11/2016 14:58:19) თანახმად, N01.11.13.005.075 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „იუნიქსი“-ს (402025839) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადების რეგისტრაცია - B18005538, მომზადების თარიღი: 22/01/2018 15:49:23) პს „იუნიქსი“-ს (402025839) დირექტორია ვაჟა შუშანაშვილი (პ/ნ 23001004708), რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება და ცვლილების შეტანა სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 2807.5 კვ.მ., საოფისე ფართობი: 140.9 კვ.მ, საერთო ფართობი: 4559.4 კვ.მ სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანებით შეთანმხებული +3.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს 2018 წლის 13 ოქტომბრის NAR1636923 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4190527 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 ოქტომბერი, 2018გადაწყვეტილება4225314 - თანხმობა
- 18 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი
- 11 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა