OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი N15.

AR1639477სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 ოქტომბერი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4247809
გადაწყვეტილების თარიღი
2 ნოემბერი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ჩირაძე
დეველოპერი (ს/კ)
404465529

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.010.030
მესაკუთრე
შპს მ2 (404465529)
ფართობი
8 540 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1639477
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 ოქტომბერი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 ნოემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 23 ოქტომბერს №AR1639477 განცხადებით მომართა ირაკლი ჩირაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზ. N15 ში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.14.010.030) მრავალფუნქციური კომპლექსის (კომერციული, საოფისე, სასტუმრო, საცხოვრებელი), ბლოკი D, კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 17 აგვისტოდან 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებში გამორჩენილია +29,10 და +35,70 ნიშნულის გეგმები, ასევე მიუთითებს, რომ +6,0; +9,30; +12,60; +15,9; +19,2 ნიშნულებზე მდებარე გეგმების ფართებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმა - ნახაზები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ 2017 წლის 5 მაისის №3246778 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე ნიშნულებთან დაკავშირებთ დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +6,0; +9,30; +12,60; +15,9; +19,2 ნიშნულებზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 23 ოქტომბრის №AR1639477 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ასევე აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №AR1639477 განცხადებაზე წარმოდგენილი +29,10 და +35,70 ნიშნულის გეგმები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №4123546 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 ნოემბერი, 2018გადაწყვეტილება4247809 - თანხმობა
  3. 23 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა