OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ნაკვ.05/107

AR1640290მიშენება ან მიშენება - დაშენებასხვა დანიშნულება26 ოქტომბერი, 2018
საერთო ფართობი
41 105,5 მ²
განაშენიანების ფართობი
1 180 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
21 469 მ²
სიმაღლე
36,6 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
3,9 მ
სამშენებლო მოცულობა
1 723,1 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4244202
გადაწყვეტილების თარიღი
31 ოქტომბერი, 2018
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ფარცხალაძე
დეველოპერი (ს/კ)
205153769

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ლევან ყარალაშვილი
    პირადი ნომერი
    *********43
    ორგანიზაცია
    სს თბილისი ცენტრალი
    საიდენტიფიკაციო კოდი
    205129653
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ნინო ფარცხალაძე
    პირადი ნომერი
    *********82
    ორგანიზაცია
    შპს ,,არქიტექტორები+"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    401970168
  • თანაავტორები
    სახელი
    რევაზ ტყემალაძე
  • სპეციალისტისარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა
    სახელი
    ბადრი ჭურჭელაური
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    ნინო ფარცხალაძე
  • სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
    სახელი
    ბადრი ჭურჭელაური
  • სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
    სახელი
    ბადრი ჭურჭელაური
  • სპეციალისტიარქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან
    სახელი
    ვასილ ტატიაშვილი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.16.01.005.107
მესაკუთრე
სახელმწიფო
ფართობი
26 451 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1640290
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
26 ოქტომბერი, 2018
სახეობა
მიშენება ან მიშენება - დაშენება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 31 ოქტომბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია, რაზეც გაცნობებთ შემდეგს: პროექტი არ არის სრულყოფილად დამუშავებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ დამუშავებული პროექტი და ექსპერტის დასკვნაში ასევე უნდა განხილულ იქნას შენობის არსებული ნაწილიც; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა აგრეთვე უნდა მოიცავდეს: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას; კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს; სიმაღლის შეზღუდვებს; ფართობის შეზღუდვებს; გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს; მოთხოვნებს გასასვლელებისადმი; ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს; შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ; ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს - მ 1:200 ან/და მ 1:100: დაკავებულობის დატვირთვებს; გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს; გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს; გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს; მისაწვდომობის სვლაგეზს; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით - მ 1:50 ან/და მ 1:20; III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს - მ 1:200: ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს; გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს; საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; შესაბამის ველ(ებ)ში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგეილების 51-ე მუხლის მიხედვით, წარმოდგენილ უნდა იქნეს საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნული შეფასება წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას. ასევე გაითვალისწინეთ: შესათანხმებლად წარმოდგენილი III – IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტი უნდა მოიცავდეს გარე კედლების და სახურავის დეტალურ პროექტსაც და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების მე-14 და მე-15 თავებს, რომელიც აწესებს გარე კედლების საფრის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების მინიმალურ მოთხოვნებს. აგრეთვე არეგულირებს სახურავზედა ნაგებობების დაგეგმარების მასალების, მშენებლობისა და ხარისხის სტანდარტებს. ასევე გაითვალისწინეთ: 1. სარეკონსტრუქციო ობიექტის შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო ჭრილების pdf ფაილი. : დამატებით წარმოსადგენია განივი ჭრილი; 2. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : განაახლეთ ხარვეზის შესაბამისად და დაიტანეთ რეკონსტრუქციის შედეგად მიმატებული ფართის კ2 კოეფიციენტის საანგარიშო კონტური; 3. სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა. -> .კონსტრუქციული დასკვნის pdf ფაილი.: საჭიროა წარმოადგინოთ განახლებული კონსტრუქციული დასკვნა არსებული შენობის მდგრადობაზე და მასზე ჩასატარებელი სამუშაოების შესაძლელობაზე კონსტრუქტორის ინფორმაცია; 4. დამკვეთის ინფორმაცია. -> .დამკვეთ(ებ)ის სახელი და გვარი.: საჭიროა წარმოდგენილი იქნას განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სს თბილისი ცენტრალის უფლებამოსილი წარმომადგენელი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. არ არის მისაღები მესაკუთრის, შპს რივერსაიდ პლაზას თანხმობა. საჭიროა წარმოდგენილი იქნას მესაკუთრის თანხმობა მითითებული დამკვეთის მიერ სამუშაოების განხორციელებაზე, ასევე, თანხმობა უნდა იყოს ზოგადი ხასიათის ან კონკრეტულად დგინდებოდეს თუ რომელი პროექტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს სამუშაოები. ასევე, თუ განსახორციელებელი სამუშაოებით ხდება სარგებლობაში გადაცემული (იჯარა, ქირავნობა და სხვა) ფართის ცვლილება, საჭიროა მოსარგებლეების თანხმობის წარმოდგენა (დეტალურად განმარტეთ არნიშნულზე). 5. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: საჭიროა წარმოადგინოთ განახლებული სხვადასხვა ხედიდან გადაღებული არსებული აიტუაციის ამსახველი ფოტომასალა - გადაღების თარიღის ფიქსაციით; 6. განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: განმარტებითი ბარათი უფრო დეტალურად უნდა ასახავდეს არსებულ შენობას და პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს; 7. პროექტირების შედეგად მიღებული ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : აღნიშნულ ველში საჭიროა მიუთითოთ მხოლოდ საპროექტო მიშენება/დაშენებით ათვისებული კ2 კოეფიციენტის რიცხვითი მაჩვენებელი - მოსაკრებლის საანგარიშოდ; 8. ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. -> .საექსპერტო შეფასების pdf ფაილი.:: წარმოსადგენია კონსტრუქციების განახლებული ექსპერტიზა - მასზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ინფორმაციით; 9. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის მოშენების ფართობის რიცხვითი მაჩვენებელი: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-81 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-50 დადგენილებაში. კერძოდ აღნიშნული დადგენილების მოქმედი რედაქციის მე-5 პუნქტის თანახმად მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საჭიროა დაანგარიშდეს რეკონსტრუქციის შედეგად დამატებული ფართის კ2 კოეფიციენტის შესაბამისად; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად განიხილოს პროექტი და გაცნობოთ ყველა შესაძლო ხარვეზი; საკითხის კვლავ ხარვეზით შემ

    მეტის ჩვენება
  2. 31 ოქტომბერი, 2018გადაწყვეტილება4244202
  3. 26 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა
  4. 26 ოქტომბერი, 2018ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • Centrali-rekonstruqcia111.pla
  • gen-gegmaaaa.pla

დასკვნები და აზომვები1

სხვა ფაილები16

ყველას ჩვენება (16)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა