ქალაქი თბილისი , ქუჩა მცხეთა , N 35-37
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4253761
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 ნოემბერი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარინა ბაკურაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205024828
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.11.031.033
- მესაკუთრე
- ი.ბ.ა. "მცხეთის ქუჩა N35-37" (205024828) (205024828)
- ფართობი
- 875 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.11.031.033საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1642116
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 ნოემბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 ნოემბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 05 ნოემბერს №AR1642116 განცხადებით მომართა მარინა ბაკურაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, მცხეთის ქუჩა N35-37, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.14.11.031.033), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 24/05/2018 წლიდან 24/05/2019 წლის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4191658 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 6 სექტემბრის №AR1628835 განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4223504 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 4354.48 კვ.მ, საერთო ფართობად 7033.88 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, კომერციულ ფართობად 246.0 კვ.მ-ის ნაცვლად 231.36 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ კომერციული ფართობის ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც და იგი შეადგენს 7019,24 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 7019,24 კვ.მ, კომერციულ ფართობად 231,36 კვ.მ. სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628, 2018 წლის 27 სექტემბრის №4191658 და 2018 წლის 18 ოქტომბრის №4223504 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 ნოემბერი, 2018გადაწყვეტილება4253761 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა