ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 86
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4285117
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 ნოემბერი, 2018
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი მაზიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 430035927
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.038.712
- მესაკუთრე
- მურმან დოხნაძე (P/N: *********97)
- ფართობი
- 972 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.038.712საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1647000
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 ნოემბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 ნოემბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4146455 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 29 ნოემბერს NAR1647000 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4146455 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4146455 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N86-ში (ს/კ N01.72.14.038.712) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის №4176487 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2020 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4146455 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, საცხოვრებელი ფართობი 1384.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1390.1 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 3330.3 კვ.მ-ის ნაცვლად - 3335.9 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4146455 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 1390.1 კვ.მ, საერთო ფართობი: 3335.9 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4146455 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4146455 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 ნოემბერი, 2018გადაწყვეტილება4285117 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა