OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა მესხეთის , N 71

AR1647458სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 დეკემბერი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4304053
გადაწყვეტილების თარიღი
13 დეკემბერი, 2018
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გურამი მამულაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406250462

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.09.043.016
მესაკუთრე
მზია ნემსაძე (P/N: *********38)
ფართობი
517 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1647458
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 დეკემბერი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 დეკემბერი, 2018ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 11 დეკემბერს №AR1647458 განცხადებით მომართა გურამი მამულაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ისანი, მესხეთის ქუჩა N71 -ში, მოქ. მზია ნემსაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N 01.17.09.043.016) ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის № 4048677 ბრძანებით შეთანხმებული, ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისიდან 2020 წლის 03 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 27 ივლისის № 4090462 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის № 4048677 ბრძანებაში და დამკვეთად მზია ნემსაძის ნაცვლად დაფიქსირდა შ.პ.ს „ბროკერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406250462). განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 330.88 კვ.მ-ის ნაცვლად 330.02 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 26.4 კვ.მ-ის ნაცვლად 39.60 კვ.მ-ის, მანსარდის ფართობად 125.43 კვ.მ-ის ნაცვლად 112.23 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 484.75 კვ.მ-ის ნაცვლად 483.89 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 483.89 კვ.მ; საცხოვრებელ ფართობად 330.02 კვ.მ; საზაფხულო ფართობად 39.60 კვ.მ, მანსარდის ფართობად 112.23 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 დეკემბერი, 2018გადაწყვეტილება4304053 - თანხმობა
  3. 6 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
  4. 30 ნოემბერი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა