ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , გზატკეცილი N 8
- საერთო ფართობი
- 750,4 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 800 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 6 327 მ²
- სიმაღლე
- 11,1 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 1,2 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 7 020 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4320619
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 დეკემბერი, 2018
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ცისკაძე
- ორგანიზაცია
- 24691
- დეველოპერი (ს/კ)
- 206311427
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ცისკაძე
- პირადი ნომერი
- *********16
- ორგანიზაცია
- შპს ,,ლუქსი პროვაიდერი,,
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 206311427
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- ვახტანგ კვირიკაშვილი
- პირადი ნომერი
- *********79
- ორგანიზაცია
- ი.მ. ,,ვახტანგ კვირიკაშვილი,,
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- ვახტანგ კვირიკაშვილი
- სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
- სახელი
- გუგა ჭოხონელიძე
- სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
- სახელი
- ნიკოლოზ ქიქავა
- სპეციალისტიარქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან
- სახელი
- სპარტაკ მელიქიშვილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.21.001.398
- მესაკუთრე
- შპს "ლუქსი პროვაიდერი" (206311427)
- ფართობი
- 6 327 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.21.001.398საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1651584
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 21 დეკემბერი, 2018
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 დეკემბერი, 2018ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 01. საჭიროა წარმოდგენილი იქნას მოიჯარის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობა. 02. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: ... ტოპოგრაფიული გეგმით განსაზღვრული, ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობები არ არის თანხვედრაში საკადასტრო გეგმაზე არსებულ ნაგებობებთან. აღნიშნული მოიყვანეთ ურთიერთშესაბამისობაში. ... გენგეგმაზე დაიტანეთ რკინიგზის ლიანდაგთან საპროექტო ნაგებობის დაშორების მანძილი საქართველოს რკინიგზის მიერ გაცემული მოთხოვნის მიხედვით. 03. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით.: შეასწორეთ ხარვეზების შესაბამისად. 04. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : საკადასტრო გეგმაზე არსებული ნაგებობა 03 არის ორ სართულიანი. კ-2 კოეფიციენტის საანგარიში ფართობში უნდა იანგარიშოთ აღნიშნული ნაგებობის ორივე სართული. 05. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: ... საექსპერტო დასკვნა წარმოადგინეთ შესაბამის ველში აქ ატვირთეთ მხოლოდ გეგმები და ცხრილები.; ... გეგმებზე დაიტანეთ უმოქმედო ჩიხის ლიანდაგი და შენობამდე დაშორება.; ... დაიცავით საქართველოს რკინიგზის მოთხოვნები. 06. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: ... წარმოდგენილი იერსახით სამშენებლო ობიექტის განვითარება სამსახურისთვის მისაღები არ არის. არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ობიექტის არქიტექტურა საჭიროებს მეტ დახვეწას, როგორც მოცულობითი გადაწყვეტის, ისე მოსაპირკეთებელი მასალებისა და ფერების შერჩევის მხრივ. საჭიროა ფასადებზე მოეწყოს მოპირკეთება. გაითვალისწინეთ, იმისთვის, რომ სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს თქვენ მოთხოვნაზე, ფასადები წარმოდგენილ იქნას მოსაპირკეთებელი მასალების დეტალური განსაზღვრით, მოსაპირკეთებელი მასალ(ებ)ის ფერები მიუთითეთ საერთაშორისო RGB ან RAL კოდების მიხედვით. შენობის იერსახე შეუსაბამეთ ფუნქციას. ზემოაღნიშნული გაითვალისწინეთ საპროექტო დოკუმენტაციის ყველა საჭირო ნაწილში. ...წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს. 07. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: შეასწორეთ დადგენილი ხარვეზების შესაბამისად 08. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : საპროექტო ნაგებობის იერსახე შეუსაბამოა მის ფუნქციასთან, საჭიროებს დახვეწას, როგორც მოცულობითი ასევე მოსაპირკეთებელი მასალის თვალსაზრისით. 09. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : შეასწორეთ დადგენილი ხარვეზების შესაბამისად 10. "ფაილის მიმაგრება -> "ფაილი მიამაგრეთ სურვილის შემთხვევაში: ვინაიდან საქართველოს რკინიგზის მიერ გაცემულ დოკუმენტში მითითებულია დამხმარე ნაგებობა, საჭიროა დაფიქსირდეს საპროექტო ნაგებობის გაპით დადგენილი ფუნქცია. 12. საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით -> სქემის pdf ფაილი: საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს №413 დადგენილებით შევიდა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში და მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილი იქნას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით. 13. საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: კ-3 კოეფიციენტის ფართობს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 14. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის მოშენების ფართობის რიცხვითი მაჩვენებელი: შემოწმდება კ2 კოეფიციენტის შესწორების შემდეგ. 15. წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი, რომლითაც დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; შენობა-ნაგებობის სართულიანობა ან/და გაბარიტები. არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 დეკემბერი, 2018გადაწყვეტილება4320619
- 21 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
- 21 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
- 21 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
- gengegma kadi.pla
- fm renderebi.pdfგახსნა ↗
- kadi.pla
დასკვნები და აზომვები1
- geologia eqsoertiza 1.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები15
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა