OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , აგრალური უნივერსიტეტის ტერიტორია; ქალაქი თბილისი , აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია

AR1652076სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 დეკემბერი, 2018- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4370040
გადაწყვეტილების თარიღი
11 თებერვალი, 2019
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
იანეკ შიხიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
202377178

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.014.935
მესაკუთრე
შპს კუზანოვის კლინიკა Kuzanov clinic LLC (202377178)
ფართობი
2 500 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1652076
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
25 დეკემბერი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
48 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 თებერვალი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 25 დეკემბრის # AR1652076 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, აგრალური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: # 01.72.14.014.935) პოლიკლინიკის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გასავლელად აუცილებელ დოკუმენტს წარმოადგენს: საინფორმაციო დაფა – რომელიც განთავსებული უნდა იქნეს რეალურ გარემოში თვალსაჩინო ადგილას. საინფორმაციო დაფა – (განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), რეალურ გარემოში თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის მისამართი; ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები; დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები. საჭიროა საინფორმაციო დაფაზე სრულად მიუთითოთ მხოლოდ აღნიშნული მონაცემები. თქვენს მიერ წარმოდგენილი ფაილი დაზიანებულია და არ იხსნება. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი; საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ) აღნიშნული დოკუმენტი უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის შესაბამის დახარვეზებულ ველში (საინფორმაციო დაფა-ბანერი*). ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას) და ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ. ამასთან, იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა დამატებით წარმოადგინოთ: მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის ამონაწერში ნაკვეთის დანიშნულებად ფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო. აქედან გამომდინარე, თავდაპირევლად საჭიროა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადაიყვანოთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 71-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არის საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში გადაცემული ან მათ მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მათ კერძო საკუთრებად, და რომელზეც დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების, სამეურნეო შენობა-ნაგებობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მისასვლელი საავტომობილო გზის სქემა, საკადასტრო საზღვრების დატანით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 15 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2018 წლის 25 დეკემბრის # AR1652076 განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 11 თებერვალი, 2019გადაწყვეტილება4370040 - სხვა
  3. 8 თებერვალი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 8 თებერვალი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 18 იანვარი, 2019ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 18 თებერვალი, 2019
  6. 25 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
  7. 24 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა
  8. 24 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • Y_T.dwg

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა