OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037); ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა ,,აგატს" შორის

AR1652316სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 დეკემბერი, 2018
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4355873
გადაწყვეტილების თარიღი
30 იანვარი, 2019
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მამუკა ქუხილავა
დეველოპერი (ს/კ)
400169278

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.04.003.076
მესაკუთრე
მამუკა ქუხილავა (P/N: *********40)
ფართობი
704 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1652316
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
25 დეკემბერი, 2018
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი

    მოქალაქე მამუკა ქუხილავას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 25 დეკემბრის №AR1652316 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ნაძალადევი, ჩარგალის ქუჩა, მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037)/ ქალაქ თბილისში, ჩარგლის ქუჩა, მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა "აგატს" შორის, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.04.003.076), მრავალფუნქციური (მაღაზია, აფთიაქი, კაფე, სასტუმრო) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 06 სექტემბრიდან 2017 წლის 06 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 24 ოქტომბრის №4231052 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037) / ქალაქ თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა „აგატს“ შორის (ს/კ: N 01.12.04.003.076) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექციის) Nბ-19/01171512644-17 08.08.2017 წლის (17-0117305831 01.11.2017; 17-01180382758 07.02.2018; 17-01180883527 29.03.2018) ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა მათი შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის 2018 წლის 05 დეკემბრის Nბ-19/01182982176-17 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - ნაძალადევი, ჩარგლის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037) / ქალაქ თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა „აგატს“ შორის (ს/კ: N 01.12.04.003.076) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალფუნქციური (მაღაზია, აფთიაქი, კაფე, სასტუმრო) შენობა -IV კლასი) მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2019 წლის 04 იანვრის N 882019003659-03 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის 2018 წლის 05 დეკემბრის Nბ-19/01182982176-17 ბრძანებაში არასწორადაა დაფიქსირებული დამხმარე ფართი და შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნულ ექსპლუტაციაში მიღების ბრძანებაში დამხმარე ფართობის შესწორებასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზის გასწორება. განგიმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურის მიზანს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება, ამავე დებულების მიხედვით სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია ტექნიკური შეცდომა გაასწოროს მხოლოდ მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განცხადებაში დასმული საკითხი, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს და აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 იანვარი, 2019გადაწყვეტილება4355873 - უარი
  3. 29 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 29 იანვარი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 28 იანვარი, 2019ფაილები აიტვირთა
  6. 28 იანვარი, 2019ფაილები აიტვირთა
  7. 27 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი
  8. 25 იანვარი, 2019ფაილები აიტვირთა
  9. 24 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი
  10. 24 იანვარი, 2019ფაილები აიტვირთა
  11. 25 დეკემბერი, 2018ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა