ქალაქი თბილისი , დასახლება ლილო , კახეთის გზატკეცილი ; ქალაქი თბილისი , დასახლება ლილო , კახეთის გზატკეცილი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4336158
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 იანვარი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ ტყემალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406266909
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.15.008.098
- მესაკუთრე
- შპს მაგმა (406209892)
- ფართობი
- 6 694 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.15.008.098საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1652450
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 დეკემბერი, 2018
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 19 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 26 დეკემბრის №AR1652450 განცხადებით მომართეს რევაზ ტყემალაძემ და ივერი ჭალიძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3955764 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, ლილოს დასახლება, კახეთის გზატკეცილი, ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლება, კახეთის გზატკეცილი, შპს "მაგმა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N 01.19.15.008.098), მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, ლილოს დასახლებაში, კახეთის გზატკეცილი; ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლება, კახეთის გზატკეცილი, შპს "მაგმა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: № 01.19.15.008.098), მრავალფუნქციური კომპლექსის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 11.10.2018 წლიდან 11.10.2020 ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შ.პ.ს "მაგმა" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406209892). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განცხადების რეგისტრაცია: N 902018094433 - 17/12/2018; მომზადების თარიღი: 21/12/2018) N 01.19.15.008.098 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მია ქონსთრაქშენი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406266909). წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებას და დამკვეთად შპს "მაგმა"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406209892) ნაცვლად შპს ,,მია ქონსთრაქშენი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406266909) დაფიქსირებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შპს ,,მია ქონსთრაქშენი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406266909) ხელმძღვანებლობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ მისი დირექტორები: ივერი ჭალიძე (პ/ნ: 01023011793) და ლევან გაგნიძე (პ/ნ: 01028002652). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამჟამად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მია ქონსთრაქშენი’’(ს/ნ: 406266909) სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,მია ქონსთრაქშენი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406266909). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4212262 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 იანვარი, 2019გადაწყვეტილება4336158 - თანხმობა
- 10 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი
- 10 იანვარი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- mindobiloba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა