OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ერისთავი , N 1 , (ნაკვეთი N36/88)

AR1655021სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 იანვარი, 2019- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4343513
გადაწყვეტილების თარიღი
21 იანვარი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ ნადირაძე
დეველოპერი (ს/კ)
400029697

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.08.036.088
მესაკუთრე
შპს "გალერეა დიდუბე" (400029697) (400029697)
ფართობი
2 309 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1655021
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 იანვარი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 13 იანვარს NAR1655021 განცხადებით მომართა ზურაბ ნადირაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ნაძალადევი, ერისთავის ქუჩა, N1, (ნაკვეთი N36/88), შპს "გალერეა დიდუბე"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: N01.12.08.036.088) საგამოფენო–სავაჭრო ობიექტის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №4319307 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საოფისე ფართობის - 1918.9 კვ.მ.-ის ნაცვლად - 1918.6 კვ.მ.-ის, კომერციული ფართობის - 2245.2 კვ.მ.-ის ნაცვლად - 2231.7 კვ.მ.-ის, სარდაფის ფართობის - 1178.8 კვ.მ.-ის ნაცვლად - ავტოსადგომის ფართობის 1166,8 კვ.მ.-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის - 277.3 კვ.მ.-ის ნაცვლად - 290,8 კვ.მ.-ის და დამხმარე ფართობის - 252.6 კვ.მ.-ის ნაცვლად - 264,9 კვ.მ.-ის დაფიქსირებას. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882017019886, მომზადების თარიღი: 17/01/2017 17:18:43) თანახმად, N01.12.08.036.088 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადენს შპს „გალერეა დიდუბე“ (400029697). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B16134661, მომზადების თარიღი: 29/09/2016 17:23:10), შპს „გალერეა დიდუბე“-ს (400029697) დირექტორია იოსებ კენჭაძე. სამსახურიში წარმოდგენილია იოსებ კენჭაძის მიერ ზურაბ ნადირაძის სახელზე, 2019 წლის 12 იანვარს გაცემული შესაბამისი მინდობილობა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ცვლილების შეტანა სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართობი: 1918.6 კვ.მ, კომერციული ფართობი: 2231.7 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 290.8 კვ.მ, დამხმარე ფართობი: 264.9 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 1166.8. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას სარდაფის ფართობი: 1178.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანებით შეთანმხებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313938 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 იანვარი, 2019გადაწყვეტილება4343513 - თანხმობა
  3. 12 იანვარი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა