OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გზატკეცილი წყნეთი , N 29

AR1656247სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება18 იანვარი, 2019- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4343870
გადაწყვეტილების თარიღი
21 იანვარი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
პაატა ელიზბარაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
205211670

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.07.001.041
მესაკუთრე
ამხანაგობა "იმედი ჰაუს" (205211670)
ფართობი
1 635 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1656247
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
18 იანვარი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 2 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 იანვარი, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №4297225 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 იანვარს №AR1656247 განცხადებით მომართა პაატა ელიზბარაშილმა, განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №4297225 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივლისის № 4087147 გადაწყვეტილებით შეთანხმდა ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილი, N29-ის მიმდებარედ ; ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N 29, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.14.07.001.041), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №4297225 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით’’. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 08 ოქტომბრის №AR1636091 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 13 თვეზე და სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №4297225 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ხოლო ბრძანებაში შეცდომით დაფიქსირდა 2019 წლის 10 იანვარი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №4297225 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე პაატა ელიზბარაშვილის 2019 წლის 18 იანვარს №AR1656247 განცხადება. 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №4297225 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით’’. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის №4297225 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 იანვარი, 2019გადაწყვეტილება4343870 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა