OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 64 ; ქალაქი თბილისი , ილია ჭავჭავაძის გამზირი , N 66-ის მიმდებარედ , (ნაკვეთი N2/14) ; ქალაქი თბილისი , ილია ჭავჭავაძის გამზირი , N 66-ის მიმდებარედ , (ნაკვეთი N2/18) ; ქალაქი თბილისი , ილია ჭავჭავაძის გამზირი , N 66-ის მიმდებარედ , (ნაკვეთი N2/19) ; ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 66 , (ნაკვეთი N2/24) ; ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 66 , (ნაკვეთი 2/25); ქალაქი თბილისი , ილო მოსაშვილის ქუჩა N3ა

AR1661942სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 თებერვალი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4380117
გადაწყვეტილების თარიღი
18 თებერვალი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლუარა ალშიბაია
ორგანიზაცია
11534
დეველოპერი (ს/კ)
404890891

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.11.002.036
მესაკუთრე
ლაშა პაპაშვილი (P/N: *********54)
ფართობი
1 279 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1661942
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 თებერვალი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 თებერვალი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №4031324 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 15 თებერვალს №AR1661942 განცხადებით მომართა ლუარა ალშიბაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №4031324 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №4031324 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №2540851 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №4031324 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2018 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2018 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 30 აპრილის №AR1596532 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ უნდა იქნას „2018 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №4031324 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №2540851 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.“ სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №4031324 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №4031324 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 თებერვალი, 2019გადაწყვეტილება4380117 - თანხმობა
  3. 15 თებერვალი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა